მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველმა არტურო ვიდალმა “რეალთან” მოედანზე დაპირისპირება ტრავმის გამო ვერ მოახერხა, მაგრამ სოციალურ ქსელში იაქტიურა.
ჩილელმა ნახევარმცველმა არდანიშნულ პენალტზე ასეთი კომენტარი გააკეთა:
“კიდევ ერთხელ, პენალტი ნაგავო!”, - დაწერა ვიდალმა.
ჩილელმა ფეხბურთელმა კიდევ ერთი პოსტი მატჩის დასრულების შემდეგ განათავსა სოციალურ ქსელში. “რეალის” ფეხბუთელების ფოტო ერთი სიტყვით დაასათაურა: “თაგვები”!
შეგახსენებთ, “ბაიერნი” “რეალთან” ორი მატჩის ჯამში 3:4 დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა დაასრულა.