ეროვნული ლიგის მეცხრე ტურმა სტატრტი სამი შეხვედრით აიღო. თბილისის “საბურთალომ” წინა ტურში მარცხის შემდეგ რეაბილიტაცია მოახერხა და ლიდერობა დაიბრუნა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა აუტსაიდერი “სამტრედიას” წინააღმდეგობა ბოლოსკენ დაძლია და მნიშვნელოვანი სამი ქულა მიითვალა. იმერელთა მდგომაროება კი ძალიან მძიმეა და უკვე 8 ტურია გამარჯვების გემო არ შეუგრძვნიათ.
საჩხერის “ჩიხურა” აგრძელებს წარმატებულ სერიას და ამჯერად სტუმრად ბოლნისის “სიონი” დაამარცხა – 2:0. სოსო ფრუიძის გუნდმა პირველივე ტაიმში გადაწყვიტა მატჩის ბედი, როდესაც ბოლნისელთა კარი ორჯერ დალაშქრა.
მოქმედი ჩემპიონი “ტორპედო” კი ისევ არასტაბილურია. ქუთათურებმა ამჯერზე ფოთის “კოლხეთის” წინააღმდეგობა ვერ დაძლიეს. კუხიანიძის გოლით სტუმრები თითქმის მთელი თამაში იგებდნენ, მაგრამ ბოლო წუთზე იმნაძემ ფოთელებს ქულა გადაურჩინა.
ეროვნული ლიგის მეცხრე ტურის დარჩენილი ორი მატჩი ხვალ გაიმართება. “რუსთავი” “ლოკომოტივს” უმასპინძლებს, ხოლო ცენტრალური მატჩი გორშია ჩანიშნული: “დილა” – “დინამო”.
“სიონი” – “ჩიხურა” 0:2 (0:2)
გოლები: 0:1 ბუღრიძე (11), 0:2 გაბედავა (41, პენ)
“კოლხეთი” – “ტორპედო” 1:1 (0:1)
გოლები: 0:1 კუხიანიძე (19, პენ), 1:1 იმნაძე (60)
“საბურთალო” – “სამტრედია” 1:0 (0:0)
გოლები: 1:0 დიასამიძე (69)