ლონდონის “ჩელსიმ” და “ნაპოლიმ” შესაძლოა მწვრთნელები გაცვალონ. Football Kiss Kiss Napoli-ს ცნობით, მაურიციო სარი კლუბთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს და ზაფხულში სამუშაოდ “სტემფორდ ბრიჯზე” გადაინაცვლებს.
აურელიო დე ლაურენტისი კი სარის შემცვლელად “ჩელსის” ამჟამინდელ თავკაც ანტონიო კონტეს მოიაზრებს. იტალიელმა არაერთხელ გამოთქვა სამშობლოში დაბრუნების სურვილი, მაგრამ თუ ნეაპოლში მუშაობას დათანხმდება, მაშინ ხელფასის მნიშვნელოვნად შემცირებაც მოუწევს.
კონტეს გარდა “ნაპოლის” შესაძლო მწვრთნელებს შორის რაფა ბენიტესის, მარკო ჯამპაოლოსა და უნაი ემერის სახელები ფიგურირებს.