ფეხბურთი

20:15 | 1.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბალოტელი: “იტალიაში ვბრუნდები, მაგრამ “მილანში” არა”

ფრანგული “ნიცას” თავდამსხმელი მარიო ბალოტელი სამშობლოში ბრუნდება. ამის შესახებ თავად განაცხადა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რომელ გუნდში გააგრძელებს კარიერას აპენინელი შემტევი.

“იტალიაში ვბრუნდები, თუმცა, ჯერ არ ვიცი რომელ გუნდში, რადგან ბევრი წინადადება მაქვს. “მილანში” ჩემი დაბრუნება გამორიცხულია, ამის თქმა ნამდვილად შემიძლია”, - განუცხადა ბალოტელიმ ჩალციომერცატო-ს.

შეგახსენებთ, რომ მარიო ბალოტელი “მილანში” 2012-2014 და 2015-2016 წლებში თამაშობდა. ხსენებულ პერიოდში “როსონერის” რიგებში 77 შეხვედრაში 33 გოლი გაიტანა.

2016 წლიდან კი, “ნიცას” ღირსებას იცავს, რომელსაც ზაფხულში დატოვებს. ბალოტელის კლუბთან კონტრაქტი ეწურება და შესაბამისად, თავისუფალი აგენტი ხდება.

0.109822