“გორიცას” ქართველი მცველი გიორგი მჭედლიშვილი ხორვატიის მეორე დივიზიონის 29-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. 26 წლის ჩვენებურის თამაში გამოცემა Sportske.jutarnji.hr-მ გამოარჩია.
“გორიცამ” გასულ ტურში კონკურენტი “ვარაზდინი” 4:2 დაამარცხა, ხოლო მჭედლიშვილის თამაში 7 ქულით შეფასდა. ის მეორედ მოხვდა ტურის სიმბოლურში.
გიორგი მჭედლიშვილის “გორიცა” პირველ დივიზიონში გადასვლის მთავარი კანდიდატია, რადგან სეზონის დასრულებამდე 4 ტურით ადრე, 6 ქულიანი უპირატესობა გააჩნია.