ფეხბურთი

21:45 | 1.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

პოჩეტინო: “ვენგერი ან ფერგიუსონი არ ვარ”

ლონდონის “ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ არ იცის, დარჩება თუ არა ლონდონში. არგენტინელი სპეციალისტის განცხადებით, ის არსენ ვენგერი ან ალექს ფერგიუსონი არაა.

“ახალი კონტრაქტი? – ჩემი სახელი არსენ ვენგერი და ალექს ფერგიუსონი არაა. ჩემი ერთადერთი მიზანი გუნდის მომზადება და ჩამოყალიბებაა. დანარჩენი ყველაფერი პრეზიდენტის გადასაწყვეტია”, - აღნიშნა პოჩეტინომ.

მიმდინარე სეზონში “ტოტენჰემი” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში დამარცხდა, ხოლო პრემიერლიგაში ოთხეულში იმყოფება და ახლოსაა ლიგის საგზურის მოპოვებასთან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113243