ფეხბურთი

17:33 | 1.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ლიგა: „ჩიხურა“ ლიდერებს გაუთანაბრდა

ეროვნული ლიგის მე-9 ტურის სასტარტო შეხვედრაში ბოლნისის „სიონმა“ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე საჩხერის „ჩიხურას“ უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა.

მატჩის პირველი ნახევარი საჩხერელთა უპირატესობით წარიმართა და იმერულმა კლუბმა მე-11 წუთზე ანგარიშიც გახსნა - ირაკლი ბუღრიძემ მეტოქის საჯარიმო მოედნის მისადგომებთან იაქტიურა, გაბედავასთან გაითამაშა ბურთი და საჯარიმოში შესულმა, თანაგუნდელის კარგი პასის შემდეგ, "ჩიხურა" დააწინაურა - 1:0. ტაიმის დასრულებამდე 5 წუთით ადრე თავად გაბედავამაც გაიტანა, გიორგიმ მისივე წაქცევისთვის დანიშნული პენალტი გამოიყენა.

შესვენების შემდეგ სტუმრები გააქტიურდნენ, გაამწვავა თამაში შეცვლამდე გამოსულმა ჯაბა დვალმაც, თუმცა ბოლნისელებმა ანგარიშის შეცვლა ვეღარ შეძლეს და მიმდინარე სეზონში მე-6 მატჩი წააგეს. „სიონის“ აქტივში ამ დროისთვის 7 ქულაა და გუნდი სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა.

რაც შეეხება „ჩიხურას“, სოსო ფრუიძის შეგირდებმა ქულათა მარაგი 18-მდე გაზარდეს, რითაც ლიდერებს, „დინამოსა“ და „საბურთალოს“ გაუთანაბდნენ, თუმცა თბილისურ კლუბებს მე-9 ტურის მატჩები წინ აქვთ.

სიონი (ბოლნისი) - ჩიხურა (საჩხერე) 0:2

სიონი: მუჯრიშვილი, მინდორაშვილი, გურეშიძე, ნოზაძე, ქიქავა, ხმალაძე, მანაგაძე (46. უგულავა), სამუშია (56. გაფრინდაშვილი), სიხარულია, გიორბელიძე, ბერიაშვილი (63. დვალი)

მთავარი მწვრთნელი: კ. ჟორჟიკაშვილი

ჩიხურა: ჰამზიჩი, ჩიტეიშვილი, მაისაშვილი, კაკუბავა, ჩიკვაიძე, მეგრელიშვილი, დობროვოლსკი, მარკოზაშვილი, ლექვთაძე (76. ბუხაიძე), ბუღრიძე (66. კახაბრიშვილი), გაბედავა

მთავარი მწვრთნელი: ს. ფრუიძე

გოლები: 0:1 ბუღრიძე (11), 0:2 გაბედავა (40. პენ.)

გაფრთხილება: გიორბელიძე (40), სიხარულია (62) - ჩიტეიშვილი (70), გაბედავა (74)

მსაჯი: პ. მაჭარაძე

დღეს, ეროვნული ლიგის მე-9 ტურის კიდევ ორი მატჩი გაიმართება: 18:30 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, „საბურთალო“ „სამტრედიას“ დაუპირისპირდება; 20:30 საათზე კი ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე, ფოთის „კოლხეთი“ ქუთაისის „ტორპედოს“ დაუხვდება.

ტური ხვალ ორი მატჩით დასრულდება: 18:30 საათზე, „მიხეილ მესხზე“, „რუსთავი“ - თბილისის „ლოკომოტივს“ შეხვდება; 20:30 საათზე, გორში, „თენგიზ ბურჯანაძეზე“, „დილა“- თბილისის „დინამოს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.162651