საქართველოს გოგონათა ჩემპიონატზე ხელბურთში, მოიგო ლიდერმა, აჭარამ და მისმა მდევარმა, ქარიშხალამ. თუ თბილისელებმა ხვალაც 2 ქულა აიღეს, მაშინ ჩემპიონის ვინაობას 3 მაისს, აჭარა-ქარიშხალა უშუალო მატჩი გადაწყვეტს.
აჭარამ დღეს 12-7 დაამარცხა მამული და 10 თამაშიდან 20 ქულით პირველია. ქარიშხალამ 18-8 მოუგო ამ კატეგორიაში შარშანდელ ჩემპიონს, ფოთის ოქროს ვერძს, რომელიც, თავის მხრივ მესამე ადგილზეა. სამტრედიის გუნდმა დაამარცხა თბილისის პეგასი, 11-9.
ხვალ სპორტკომპლექს არენაში თამაშობენ პეგასი - ფოთი, სამტრედია - ქარიშხალა, აჭარა - ყვარელი. ჩემპიონატი 3 მაისს დასრულდება.
ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2017-18. გოგონები, 2002-03
დასკვნითი ტური. 9-12 მატჩები. 30 აპრილი-3 მაისი, არენა2
1 მაისი
სამტრედია - პეგასი 11-9
აჭარა- მამული 12-7
ფოთი - ქარიშხალა 8-18
--------------------თ---მ---ფ--წ------ბ-------ქ
აჭარა-----------10--10--0--0--132-74--20
ქარიშხალა----10---9--0--1--163-121--18
ფოთი----------10---5--1--4---116-98---11
ყვარელი-------10---4--1--5--104-106---9
პეგასი----------11---4--0--7--131-139---8
სამტრედია----10---3--0--7---94-141—-6
მამული--------11---0--0-11---74-135---0
2 მაისი
12:00 პეგასი - ფოთი
13:00 სამტრედია - ქარიშხალა
14:00 აჭარა - ყვარელი
3 მაისი
12:00 სამტრედია - ყვარელი
13:00 ფოთი - მამული
14:00 ქარიშხალა - აჭარა







