ფეხბურთი

13:52 | 1.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსი დაიწყო

30 აპრილს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, სასტუმრო „მოხალისეში“ უეფას მწვრთნელთა განათლების „B“ ლიცენზიის ახალი კურსი დაიწყო. სასწავლო კურსის დაწყებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე და ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი დაესწრნენ. სფფ-ის ხელმძღვანელებმა კურსის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და წარმატებული სასწავლო პროცესი უსურვეს.

ამიერიდან, მწვრთნელთა განათლების „B“ ლიცენზიის კურსი განახლებული ფორმატით ჩატარდება და სასწავლო პროცესში ოთხი ტუტორი ჩაერთვება. კურსი როგორც თეორიულ,ისე პრაქტიკულ სწავლებას მოიცავს. მსმენელები 6 მოდულისგან შემდგარ პროგრამას 1 წლის განმავლობაში შეისწავლიან. კურსის დასრულების შემდეგ კი, სასურველი ლიცენზიის მისაღებად, მონაწილეებს გამოცდის ჩაბარება მოუწევთ.

ამ ეტაპზე უეფას მწვრთნელთა განათლების „B“ ლიცენზიის კურზე 20 მსმენელი ირიცხება.

gff.ge

0.115144