იტალიური გამოცემების ინფორმაციით, იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე რობერტო მანჩინის დანიშვნა გადაწყვეტილია.
ავტორიტეტული იტალიური გამოცემები Football Italia, Gazzetta dello Sport-ი და Corriere dello Sport-ი წერენ, რომ სანქტ პეტერბურგის “ზენიტის” თავკაცი ცოტა ხნის წინ რომში იმყოფებოდა, სადაც იტალიის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდა და ორწლიანი კონტრაქტის პირობები შეათანხმა. სახელდება თანხაც, რომელსაც მწვრთნელი ეროვნულ გუნდში მუშაობისთვის მიიღებს - 4 მილიონი ევრო წელიწადში.
როგორც ირკვევა, “ზენიტის” ხელმძღვანელობა კმაყოფილი არაა მანჩინის ამგვარი გადაწყვეტილებით, თუმცა იტალიელი სპეციალისტი დარწმუნებულია, რომ რუსული კლუბის მმართველებთან შეთანხმებას შეძლებს. იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე მისი ოფიციალური წარდგენა კი 20 მაისს იგეგმება.