ფეხბურთი

10:50 | 1.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

არ დასრულებულა, ახლა იწყება...

მადრიდის „რეალი“ თუ მიუნხენის „ბაიერნი“? ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის პირველი ფინალისტი დღეს გამოვლინდება. „რეალმა“ მეტოქე ერთი კვირის წინ მისსავე მოედანზე დაამარცხა (2:1) და არცთუ პატარა ნაბიჯი გადადგა კიევისკენ.

თუმცა, ნუ დაგვავიწყდება, რომ წინა ეტაპზე „სამეფო კლუბი“ საპასუხო შეხვედრას „იუვენტუსთან“ კიდევ უფრო დიდი ფორით შეხვდა, მაგრამ ლამის გაანიავა. მოკლედ, „ბაიერნის“ ჩამოწერა არაფრით არ შეიძლება. თანაც, ბოლო დროს „რეკორდმაისტერი“ უკეთეს ფორმაშია. იუპ ჰაინკესის გუნდმა ბოლო ხუთი მატჩიდან 4 მოიგო და თანაც დამაჯერებლად, ხოლო „რეალმა“ ბოლო 5 შეხვედრიდან „იუვენტუსთან“ წააგო, „ბილბაოსთან“ ფრედ ითამაშა. დანარჩენი სამი თამაში კი მოიგო, მაგრამ სამივე 2:1 და ფეერიული არ ყოფილა ზინედინ ზიდანის გუნდის თამაში.

მასპინძლები დღეს დანი კარვახალსა და ისკოს მოისაკლისებენ, რომლებმაც მიუნხენში მიიღეს ტრავმები. სამაგიეროდ ბრუნდება ნაჩო. ასევე „ალიანც არენაზე“ დაშავდნენ ჟერომ ბოატენგი და არიენ რობენი - ისინი ვერ ითამაშებენ. თუმცა, ჰაინკესის თავს კარგი სიახლეა - მზადყოფნაშია დავიდ ალაბა.

ზინედინ ზიდანი („რეალის“ მთავარი მწვრთნელი): „ეს ნახევარფინალია - ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია და რა უნდა გავაკეთოთ. არ უნდა შევიცვალოთ სათამაშო სტილი. უნდა ვაჩვენოთ ჩვენი თამაში, რომ დავიმსახუროთ გამარჯვება და შემდეგ ეტაპზე გასვლა. მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ვართ გუნდი, რომელსაც ყველაფრის გაკეთება შეუძლია. მთავარია, რომ მოედანზე გავიდეთ გამარჯვების წყურვილით. რაც შეიძლება სწრაფად უნდა ვცადოთ გოლის გატანა“.

იუპ ჰაინკესი („ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი): „ვეცდებით შეცდომების გამოსწორებას და თავდასხმაში უკეთ თამაშს. უფრო კონცენტრირებულნი უნდა ვიყოთ, ვიდრე ეს მიუნხენში გავაკეთეთ. „რეალმა“ კარგად იცის, რომ ეს სეზონის თამაშია და მაქსიმალურად დაიხარჯება. თუმცა, „იუვენტუსმა“ უკვე აჩვენა, რომ მადრიდში გამარჯვება შეიძლება. დეტალები უმნიშვნელოვანესი იქნება და ჩემი გუნდი 93 წუთის განმავლობაში ყურადღებით უნდა იყოს. საგოლე მომენტები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, ისე, როგორც ეს „რეალმა“ გააკეთა პირველ შეხვედრაში“.

სავარაუდო შემადგენლობები:

მადრიდი, „სანტიაგო ბერნაბეუ“

1 მაისი, 22:45 საათი

„რეალი“ (4-3-3): ნავასი; ნაჩო, სერხიო რამოსი, ვარანი, მარსელო; მოდრიჩი, კროოსი, კაზემირო; ასენსიო, ბენზემა, რონალდუ

მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

„ბაიერნი“ (4-2-3-1): ულრაიხი; კიმიხი, ჰუმელსი, ზულე, ალაბა; ხავი მარტინესი, ტიაგო ალკანტარა; მიულერი, ხამესი, რიბერი; ლევანდოვსკი

მწვრთნელი: იუპ ჰაინკესი

მსაჯი: ჩუნეთ ჩაქირი (თურქეთი)

“ბაიერნი” და “რეალი” უეფას ჩემპიონთა ლიგაზე 26-ედ შეხვდებიან ერთმანეთს. ეს ტურნირის რეკორდია. მათ შორის კი, მეშვიდე დაპირისპირება შედგება ნახევარფინალის ეგიდით.

“რეალი” ნახევარფინალში ზედიზედ მერვედ თამაშობს და ესეც ტურნირის რეკორდია, ხოლო “რეკორდმაისტერმა” იგივე ეტაპს მიჯრით მეექვსედ უწია.

ურთიერთშეხვედრები

ბოლო ექვს სეზონში ეს გუნდები ერთმანეთს მეოთხედ ხვდებიან. წინა 25 შეხვედრიდან სრული „რეალი“ ერთი კვირის წინ დაწინაურდა: 12-11 მოგება, 2 ფრე. ბურთების ბალანსიც ესპანელთა მხარესაა - (39:37). აღსანიშნავია, რომ გერმანული და ესპანური გრანდების გზები შარშანაც გადაიკვეთა, ოღონდ მეოთხედფინალურ ეტაპზე.

“რეალს” “ბაიერნთან” ბოლო 6 მატჩიდან ყველა მოგებული აქვს, 15 გოლი გაიტანა და მხოლოდ 5 გაუშვა. კრიშტიანუ რონალდუმ კი, მიუნხენელებს ბოლო ოთხ მატჩში 7 გოლი გაუტანა (ჯამში 7 თამაშში 9 გოლი).

გასულ წელს “რეალმა” მიუნხენში 2:1 მოიგო, ხოლო “სანტიაგო ბერნაბეუზე” 90 წუთში “ბაიერნმა” ამავე ანგარიშით იმძალვრა. თუმცა, დამატებით დროში მასპინძლებმა სამი უპასუხო გოლი შეაგდეს და 4:2 გაიმარჯვეს.

2013-2014 წლების სეზონში “სამეფო კლუბმა” ორი მატჩის ჯამში ადვილად, 5:0 იმარჯვა. მადრიდში 1:0-ის შემდეგ, კარლო ანჩელოტის გუნდმა მიუნხენში 4:0 დაამარცხა მეტოქე.

2011-2012 წლების სეზონშიც ასევე ნახევარფინალური მატჩები იყო – ორივე შეხვედრაში მასპინძელებმა 2:1 მოიგეს, ხოლო პენალტების სერიაში უფრო მეტად “ბაიერნს” გაუღიმა ბედმა და ფინალში გავიდა.

2006-2007 წლების სეზონში მათი გზები კიდევ უფრო ადრე, მერვედფინალში გადაიკვეთა. მადრიდში ჯერ “რეალმა” მოიგო 3:2, ხოლო მიუნხენში მასპინძლებს დარჩათ გამარჯვება – 2:1. შესაბამისად, სტუმრად გატანილი გოლის წყალობით. ამავე მატჩში გავიდა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი, რომელიც როი მაკაიმ გაიტანა.

სამი წლით ადრე, 2003-2004 წლების სეზონში ასევე მერვედფინალური დუელი იყო. მიუნხენური 1:1-ის შემდეგ ეპანელებმა შინ დღევანდელი მთავარი მწვრთნელის, ზინედინ ზიდანის გოლით მოიგეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.

“ბაიერნი” და “რეალი” 2000-2002 წლებში ზედიზედ სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. “სამეფო კლუბმა” 1999-2000 წლების სეზონში ნახევარფინალში, ხოლო 2001-2002 წლების სეზონში მეოთხედფინალში გაიმარჯვა, ხოლო 2000-2001 წლების სეზონში მიუნხენელებმა იმძლავრეს ნახევარფინალში.

ეს გუნდები ერთმანეთს პირველად 1975-1976 წლების სეზონში გადაიკვეთა და მაშინ გერმანელებმა მოიგეს (2:0, 1:1). 1986-1987 წლების სეზონში ასევე მოხდა (4:1, 0:1), ხოლო 1987-1988 წლების სეზონში “რეალი” გამოვიდა გამარჯვებული (2:3, 2:0). 1999-2000 წლების სეზონში ასევე იყო მატჩები ჯგუფური ეტაპის ეგიდით და მაშინ ორჯერვე გერმანელებმა მოიგეს.

ჯამში 25 მატჩი, 12 მოგება “რეალს”, 11 “ბაიერნს”, 2 ფრე, 39 გატანილი გოლი (“რეალს”) და 37 (“ბაიერნს”).

2014 წლამდე „ბაიერნი“ „რეალთან“ საკუთარ მოედანზე არ აგებდა, მაგრამ მას შემდეგ სამჯერ დამარცხდა. მიუნხენში სტატისტიკა ასეთია: 9 მოგება, 1 ფრე, 3 წაგება, 26 გატანილი და 18 გაშვებული გოლი („ბაიერნის“ სასარგებლოდ). მადრიდში კი ასეთი: 9 მოგება, 1 ფრე, 2 წაგება, 21 გატანილი და 11 გაშვებული გოლი („რეალის“ სასარგებლოდ).

სტატისტიკა

რეალი

“რეალი” ნახევარფინალში 29-ედ ითამაშებს: 15 შემდეგ ეტაპზე გასვლა, 13 გამოთიშვა. ბოლო რვა ნახევარფინალიდან “სამეფო კლუბმა” სამი მოიგო და თანაც, ზედიზედ.

12-გზის ჩემპიონს, ჩემპიონთა ლიგაზე 150 მატჩი აქვს მოგებული (რეკორდი). ეს იქნება ამავე ტურნირზე 250-ე შეხვედრა მადრიდული გრანდისთვის.

“რეალი” ნახევარფინალში კრიშტიანუ რონალდუს ბოლო წუთზე გატანილი პენალტით გავიდა. ესპანელებმა წინა ეტაპზე “იუვენტუსს” სტუმრად 3:0 მოუგეს, მაგრამ შინ 93-ე წუთამდე ამავე ანგარიში მარცხდებოდნენ, ხოლო საბოლოოდ 1:3 წააგეს და შემდეგ ეტაპზე მაინც გავიდნენ.

„იუვენტუსთან“ მარცხი „რეალისთვის“ ევროთასებზე მესამე გამოდგა ბოლო 30 მატჩში (21 მოგება, 6 ფრე).

ჯგუფურ ეტაპზე “ბაიერნმა” “ტოტენჰემის”, “აპოელისა” და “დორტმუნდის” ბაიერი დაძლია, ხოლო 1/8 ფინალში პსჟ-ს აჯობა.

მიმდინარე სეზონში კრიშტიანუ რონალდუ გახდა პირველი ფეხბურთელი ლიგის ისტორიაში, რომელმაც ყველა მატჩში შეძლო გატანა ჯგუფურ ეტაპზე. პორტუგალიელმა სერია მიუნხენში დაასრულა, თუმცა კრიშტიანუს ანგარიშზე ამჟამად 15 გოლია და ის რეკორდისკენ მიიწევს, რომელიც მასვე ეკუთვნის (2015-2016 წლების სეზონში 17 გოლი). შარშან კი, ტურნირი 16 გოლით დაასრულა.

“რეალის” ბალანსი გერმანულ გუნდებთან პლეი-ოფში: 17 შემდეგ ეტაპზე გასვლა, 8 გამოთიშვა. ბოლოს “სამეფო კლუბმა” ალემანთა ბარიერი 2012-2013 წლების სეზონში ვერ მოახერხა, როდესაც ნახევარფინალში “დორტმუნდთან” წააგო (1:4, 2:0). საგულისხმოა, რომ მაშინ ესპანელთა კარში 4 გოლი რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანა, რომელიც დღეს “ბაიერნის” ღირსებას იცავს.

„რეალმა“ ბოლო 41 მატჩში (ჩემპიონთა ლიგაზე) 34 მოიგო საკუთარ მოედანზე. წააგო მხოლოდ ორი. „იუვენტუსთან“ (1:3) და 2014-2015 წლების სეზონში „შალკესთან“ (3:4).

„რეალმა“ მადრიდში ერთი გერმანული გუნდი უკვე დაამარცხა - „დორტმუნდი“ (3:2).

„რეალის“ ბალანსი გერმანულ გუნდებთან საკუთარ მოედანზე: 25 მოგება, 5 ფრე, 3 წაგება. ბოლო 17 თამაშიდან კი, ერთადერთხე წააგო („შალკესთან“) – 13 მოგება, 3 ფრე.

„რეალმა“ 33 შემთხვევიდან ერთხელ ვერ შეძლო შემდეგ ეტაპზე გასვლა, როდესაც პლეი-ოფში პირველი თამაში სტუმრად მოიგო. ეს გამონაკლისი 1994-1995 წლების სეზონში მოხდა, როდესაც „ოდენსე“ სტუმრად 3:2 დაამარცხა, ხოლო შინ 0:2 წააგო.

„რეალის“ ბალანსი პენალტების სერიაში: 2 მოგება, 2 წაგება.

ბაიერნი

“ბაიერნი” მე-11-ედ ითამაშებს ნახევარფინალში და ანალოგიური შედეგი აქვს “ბარსელონას”. თუმცა, “რეალი” ამავე ეტაპზე მეცამეტედ გაირჯება.

თუ ჩემპიონთა თასსაც მივიღებთ მხედველობაში, “ბაიერნის” ბალანსი ნახევარფინალში ასეთია: 10 მოგება, 8 წაგება.

გასულ სეზონში “რეალთან” მატჩში შეწყდა “ბაიერნის” 16 მატჩია წაუგებელი სერია ევროსარბიელზე (საშინაო მატჩებში). აღსანიშნავია, რომ აღნიშნული წაუგებელი სერია სწორედ “რეალთან” “ალიანც არენაზე” გამანადგურებელი მარცხით დაიწყო 2014 წელს (0:4).

“ბაიერნის” ბალანსი ესპანურ გუნდებთან პლეი-ოფის სტადიაზე: 10 შემდეგ ეტაპზე გასვლა, 10 გამოთიშვა.

“ბაიერნმა” მეოთხედფინალში “სევილია” დაამარცხა და ამით დაასრულა უსიამოვნო სერია. მანამდე “რეკორდმაისტერს” პლეი-ოფში ზედიზედ 4 წაგება ჰქონდა ესპანურ გუნდებთან. 2013-2014 და 2016-2017 წლების სეზონში მიუნხენელები ლიგას “რეალთან”, 2014-2015 წლების სეზონში “ბარსელონასთან”, ხოლო 2015-2016 წლების სეზონში “ატლეტიკოსთან” დაემშვიდობა.

„ბაიერნის“ ბალანსი ესპანეთში: 7 მოგება, 5 ფრე, 15 წაგება.

„ბაიერნმა“ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში 5-ჯერ წააგო პირველი მატჩი საკუთარ მოედანზე და მომდევნო ეტაპზე ორჯერ გავიდა (სამჯერ გამოეთიშა).

„ბაიერნის“ ბალანსი პენალტების სერიაში: 5 მოგება, 1 წაგება.

გზაჯვარედინი: მწვრთნელები და ფეხბურთელები:

იუპ ჰაინკესი “რეალს” 1997-1998 წლების სეზონში წვრთნია და ჩემპიონთა ლიგაც მოაგებინა.

ხამეს როდრიგესი “ბაიერნში” იჯარით სწორედ “რეალიდან” თამაშობს. კოლუმბიელს 77 მატჩში 28 გოლი აქვს გატანილი მადრიდელთა მაისურით.

არიენ რობენი “რეალის” ფეხბურთელი იყო 2007-2009 წლების სეზონში და 50 მატჩში 11 გოლი გაიტანა.

ტონი კროოსი “რეალში” სწორედ “ბაიერნიდან” გადავიდა. კროოსმა მიუნხენში (2007-2014 წლებში) 130 შეხვედრაში 13 გოლი შეაგდო.

ესპანეთში უთამაშიათ:

ხავი მარტინესი (“ბილბაო”)

ხუან ბერნატი (“ვალენსია”)

ტიაგო ალკანტარა (“ბარსელონა”)

გერმანიაში უთამაშიათ:

დანი კარვახალი (“ლევერკუზენი”)

ხესუს ვალიეხო (“აინტრახტი”)

ბორხა მაიორალი (“ვოლფსბურგი”)

თანაგუნდელები ეროვნულ ნაკრებებში:

ხავი მარტინესი, ტიაგო ალკანტარა, ხუან ბერნატი და დანიელ კარვახალი, ნაჩო, სერხიო რამოსი, ისკო, ლუკას ვასკესი (ესპანეთი)

მანუელ ნოიერი, მატს ჰუმელსი, ჯოშუა კიმიხი, ჟერომ ბოატენგი, ტომას მიულერი და ტონი კროოსი (გერმანია)

კინგსლი კომანი, კორენტინ ტოლისო და რაფაელ ვარანი, ქარიმ ბენზემა (საფრანგეთი)

ფაქტები

რეალი

კრიშტიანუ რონალდუმ ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 16 მატჩში 25 გოლის გატანა შეძლო.

რონალდუს მიმდინარე გათამაშებაში 15 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდრითა დავას ერთობ დამაჯერებლად ლიდერობს.

მარსელომ პლეი-ოფის ყველა სტადიაზე შეძლო გოლის გატანა მიმდინარე სეზონში.

წელს „რეალი“ საკუთარ მოედანზე ასე თამაშობს: 15 მოგება, 7 ფრე, 5 წაგება, 66 გატანილი და 33 გაშვებული გოლი.

“რეალმა” ბოლო 24 მატჩში საკუთარი კარი მშრალად მხოლოდ ოთხჯერ შეინახა.

პირველ მატჩში კრიშტიანუ რონალდუმ ჩემპიონთა ლიგაზე 151-ედ ითამაშა და ჩავის გაუთანაბრდა. მასზე წინ მხოლოდ იკერ კასილიასია (167 თამაში).

ბაიერნი

“ბაიერნმა” ზედიზედ მეექვსედ მოიგო “ვერცხლის სინი” ბუნდესლიგის დასრულებამდე 5 ტურით ადრე.

“ბაიერნი” გერმანიის თასის ფინალში გავიდა, სადაც “აინტრახტს” დაუპირისპირდება.

სანდრო ვაგნერი მიუნხენელებს იანვარში შეუერთდა და ბოლო 11 მატჩში 8 გოლი გაიტანა.

არიენ რობენი და ჟერომ ბოატენგი ტრავმების გამო ვერ ითამაშებენ.

13 აპრილს, “ბაიერნმა” დაადასტურა, რომ ზაფხულიდან გუნდს ნიკო კოვაჩი გაწვრთნის.

2018 წელს რობერტ ლევანდოვსკიმ 16 მატჩში 17 გოლი გაიტანა.

არტურო ვიდალმა მუხლის ოპერაცია გაიკეთა და სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს.

0.768451