ფეხბურთი

22:56 | 30.04.2018 | ნანახია 4044 - ჯერ

გიორგი ქვილითაია "რაპიდიდან" მიდის?

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ შესაძლოა ზაფხულში გუნდი შეიცვალოს. გამოცემა SPOX.com-ის ინფორმაციით, დიდი შანსია, რომ 24 წლის ჩვენებურმა ვენის “რაპიდი” დატოვოს.

ხსენებული წყაროს ცნობით, ქართველ ფეხბურთელს რამდენიმე წინადადება რუსეთის პრემიერლიგის გუნდებიდან აქვს და ავსტრიის დატოვებაზე თანახმაა. ტრანსფერში ხელის შეშლას არც “რაპიდი” აპირებს თუ ამას ქვილითაია თავად მოისურვებს. რაც შეეხება კონკრეტულად კლუბებს, ამის შესახებ ჯერ არ გაცხადებულა.

გიორგი ქვილითაია “რაპიდს” 2016 წელს შეუერთდა და კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში გიორგიმ ბუნდესლიგაში 28 მატჩში 9 გოლის გატანა მოახერხა.


კომენტარები (11)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:20 | 01.05.2018
sabonis (9584)

სისულელეს იზამს რუსეთში თუ წავა, რომც ათამაშონ, გაიტრამვება დ ანანიძის, ოქრის და ჭანტურიას არ იყოს და მოგვიწევს მაგის აწეული ცერების ყურება სხვადასხვა კლინიკებიდან.DD დაეტიოს სადაც არის.

13:01 | 01.05.2018
kimo (139)

რათქმაუნდა არ უნდა გადავიდეს.ფორვარდისთვის რუსეთი უკუსვლაა,მითუმეტეს მზარდისთვის.იქ უკვე გაზრდილებს ავიწყდებათ ხოლმე კარში დარტყმა.

11:43 | 01.05.2018
ეშლი იანგი (6461)

თქვა რუსული ვარიანტი არის მარა იქ წასვლას არ ვაპირებო ჭკვიანი ბიჭია აქაც ჩანს

10:53 | 01.05.2018
babuna18 (337)

ლოკომოტივი იქნება სავარაუდოდ,ყველას უნდა ჩემპიონთა ლიგაზე თამაში,ვერ გაუძლებს ამ ცდუნებას

09:48 | 01.05.2018
giogobi (197)

მიდის თუ უშვებენ....

08:19 | 01.05.2018
ogafa (10230)

ყოჩაღ

03:14 | 01.05.2018
xandakeli (1759)

გახეხინებენ სკამს ჯობია იყოს სადაც არის მეტი შანსიააქვს რომ მაქედან მოხვდეს დიდი ხუთეულის ჩემპიონატში

09:56 | 01.05.2018
Erovnuli-Nakrebi (11812)

დიდ სამეულში რატომ არა? : D

02:23 | 01.05.2018
kaxich (27)

თუ წავიდა რუსეთში აღარ ვუგულშემატკივრებ!

23:31 | 30.04.2018
ოგრეიდი (92)

წავა ტულის არსენალსჰი ან გროზნოს ახმატში)))

23:23 | 30.04.2018
windinamo (65)

რუსეთიო.... ლოკომოტივში წავიდეს არ ყავთ ფორვარდი

23:13 | 30.04.2018
lagashi (6738)

ჯობია დარჩეს სადაც არის და შეირგოს ის რის საშუალებასაც აძლევენ

23:34 | 30.04.2018
თორღვა პანკელი (1138)

რა თქმა უნდა! საკუთარი თამაში ნახა ამ გუნდში და გოლებსაც რეგულარულად იტანს რითაც ნაკრებშიც დაიმსახურა ადგილი, კონტრაქტის ამოწურვამდე უნდა ითამაშოს რაპიდში, კაცმა არ იცის ახლა რუსეთში გადასვლის შემთხვევაში როგორ განვითარდება მისი კარიერა, ამ წუთისთვის ასე აჯობებს მისთვისაც და ნაკრებისთვისაც.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12757
სარეკლამო ადგილი - 99
X x X