მილანის “ინტერისა” და ტურინის “იუვენტუსის” შეხვედრას (2:3) დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ხსენებული მატჩის შესახებ მოსაზრებას ყველა აფიქსირებს, ვისაც ფეხბურთთან შეხება ერთხელ მაინც ჰქონია.
გამონაკლისი არც კალჩოს ლეგენდა სანდრო მაცოლაა, რომელიც მიიჩნევს, რომ “იუვენტუსმა” დამსახურებულად გაიმარჯვა და მსაჯი, დანიელე ორსატო არაფერ შუაშია.
“ჩემი “ინტერის” წაგება მსაჯის ბრალი არაა. ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ ბოლოს “ინტერს” არაფერი გაუკეთებია. ეს არ ყოფილა ძარცვა, “იუვენტუსმა” გამარჯვება დაიმსახურა და ლეგარულად მოიგო. ვესინო? – მსაჯი სწორად მოიქცა, რადგან ურუგვაელი წითელ ბარათს იმსახურებდა.
სპალეტი შეცდა. იკარდი ის ფეხბურთელია, რომელიც არასდროს უნდა შეცვალო და მითუმეტეს ასეთ თამაშში. აჯობებდა მის ნაცვლად სკამზე პერიშიჩი დაესვა”, - განუცხადა მაცოლამ Rai Radio1-ს.
შეგახსენებთ, რომ სანდრო მაცოლას მთელი კარიერა “ინტერში” აქვს გატარებული 1960-1977 წლებში. “ინტერი” – “იუვენტუსის” მატჩს რაც შეეხება, დანიელე ორსატოს მსაჯობის მიმართ ბევრი კითხვა გაჩნდა, რადგან “ნერაძურის” მე-18 წუთზე მატიას ვესინო გაუძევა.