ფეხბურთი

16:27 | 30.04.2018 | ნანახია 1543 - ჯერ

საბა ლობჟანიძის ტრავმა საგანგაშო არ გამოდგა

დანიური “რანდერსის” ქართველი ფეხბურთელის, საბა ლობჟანიძის ტრავმა სერიოზული არ გამოდგა. როგორც კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, 23 წლის შემტევს მუხლზე მცირე დაზიანება აღენიშნება.

“საბამ ექიმ პეტერ ფაუნოსთან უკვე გაიარა გამოკვლელვა. მუხლზე პრობლემებია, მაგრამ მცირე. საბედნიეროდ, სერიოზული ტრავმა არაა და ფეხბურთელი “ჰელსინგორთან” თამაშს მოახერხებს”, - თქვა “რანდერსის” თავკაცმა რასმუს ბერტელსენმა.

შეგახსენებთ, რომ საბა ლობჟანიძე “ლიუნგბიუსთან” მატჩში დაშავდა და 35-ე წუთზე შეცვალეს. მანამდე, მე-4 წუთზე, ქართველმა შემტევმა გოლის გატანაც მოახერხა (VIDEO).

“რანდერსი” დანიის სუპერლიგაში დასარჩენ პლეი-აუთში “ჰელსინგორს” ორჯერ დაუპირისპირდება. პირველი მატჩი 6, ხოლო მეორე 13 მაისს გაიმართება.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

01:12 | 02.09.2016
BEERTRANCE (97819)

წარმატებები

01:11 | 02.09.2016
რაჭა (10043)

აბა კი უნდა ვუქომაგო - ნახევარზე მეტი "დინამოელია"
წარმატებები

0.078717
1543