ფეხბურთი

12:59 | 2.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუმ მესის გაასწრო

მადრიდის “რეალის” თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ უეფას ჩემპიონთა ლიგაში გატანილი გოლების რაოდენობით “ბარსელონას” ფორვარდ ლიონელ მესის გაასწრო.

რონალდუმ ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში სტუმრად ბულგარეთის “ლუდოგორეცთან” გატანილი ბურთის წყალობით, თავი 69 გოლს მოუყარა. მესის ერთი გოლით ნაკლები აქვს.

ჯერჯერობით ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი “რეალის” ლეგენდა რაული რჩება, რომელსაც 71-გოლი გაუტანია.


0.118739