კალათბურთი

15:19 | 30.04.2018 | ნანახია 0 - ჯერ

“კლივლენდმა” გადამწყვეტი შეხვედრა მოიგო, “ჰიუსტონი დაწინაურდა (+VIDEO)

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მერვედფინალური სერიის გადამწყვეტ მეშვიდე შეხვედრაში “კლივლენდმა” შინ “ინდიანა” 105:101 დაამარცხა (VIDEO).

“კლივლენდმა” მესამე პერიოდის შუა ნაწილიდან უპირატესობა მოიპოვა და მატჩის ბოლომდე ლიდერის რანგში გახლდათ. ლებრონ ჯეიმსმა საუცხოო შეხვედრა ჩაატარა. “მეფემ” 45 ქულა, 9 მოხსნა, 7 პასი და 4 ჩაჭრა შესძინა გუნდს. ის ნბა-ს პლეი ოფებში გაკეთებული ჩაჭრებით პირველ ადგილზეა. ლებრონს პლეი ოფში 396 ჩაჭრა დაუგროვდა, მეორე ადგილზე 395 ჩაჭრით სკოტი პიპენია, მესამეზე ჯორდანი – 376.

“ინდიანაში” ოლადიპო 30 ქულით, 12 მოხსნით და 6 პასით გამოირჩა.

მეოთხედფინალში “კლივლენდი” “ტორონტოს” დაუპირისპირდება, სერიის პირველი შეხვედრა 2 აპრილს, თბილსის დროით 04:00 საათზე დაიწყება.

მეოთხედფინალური სერიის პირველ შეხვედრაში “ჰიუსტონ როკეტსმა” შინ “იუტა” 110:96 დაამარცხა (VIDEO). ტეხასელებმა მატჩის სტარტზევე დიდი უპირატესობა მოიპოვეს და მთელი თამაშის განმავლობაში “იუტამ” ანგარიშის გათანაბრებაც კი ვერ მოახერხა. ჯეიმს ჰარდენმა გუნდს 41 ქულა, 8 მოხსნა, 7 პასი და 1 ჩაჭრა შესძინა. “იუტაში” მიტჩელი 21 ქულით გამოირჩა.


კომენტარები (10)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:46 | 12.05.2019
sanzona (3181)

+100 - ში კარგად გვაქვს საქმე. თუში და ორი სრულფასოვანი მეორე ნომერი - მატი და ზაალისვილი. აი -100 რა გვეშველება ლიპოს შემცვლელი რომ არავინ ჩანს

14:54 | 12.05.2019
ალექსანდრე (6188)

არც 73-ში გვყავს ლაშას შემცვლელი.

14:39 | 12.05.2019
ალექსანდრე (6188)

კადეტებში ევროპა და მსოფლიო ისე მოიგო 73-კგ-ში, ასევე ახალგაზრდებში შარშანდელი მსოფლიო. რომ სულ უჭირდა წამოდგომა და სუნთქვა, მაგრამ ფინალში მაგრად დაახეთქა იაპონელი, რომელმაც 2 თვეში იაპონიის გრანსლემის ფინალი იჭიდავა. სავარაუდოდ ეს ბექაურის სტილია.

14:53 | 12.05.2019
sanzona (3181)

კი აქვს ეგ თვისებაც. თითქოს გაჭირვებით დაფარფატებს ხოლმე ტატამზე, გგონია ახლა წაიქცევა დაღლილობისგან და ამ დროს კარგ იპონს გამოაცხობს ხოლმე

13:58 | 12.05.2019
sanzona (3181)

სანებლიძე პროფესიონალურად თუ არ მიუდგა საქმეს, 30 წლამდე დარჩება "იმედის მომცემ ახალგაზრდად". ბოლო 3 წელი - არავითარი პროგრესი

14:33 | 12.05.2019
ალექსანდრე (6188)

კი ეგრეა

13:46 | 12.05.2019
sanzona (3181)

ბექაური რამდენადაც ძლიერია ტექნიკურად, იმდენად სუსტია ფიზიკურად. პირველივე სხვატკაში, პირველი წუთის მერე უკვე წამოდგომა და სუნთქვა უჭირდა. ეტყობა არაა შრომისმოყვარე

14:33 | 12.05.2019
ალექსანდრე (6188)

ჯერ ძალიან ახალგაზრდაა. კუნთი და ძვალი არა არის ბოლომდე ჩამოყალიბებული და ამასთან წონაც არ ყოფნის 90-ში საჭიდაოდ, დიდებშიც პირველად გამოვიდა. ეს ყველაფერი გასათვალისწინებელია.

14:44 | 12.05.2019
sanzona (3181)

მართალი ხარ მაგრამ ბექაურს ფიზიკურად ახალგაზრდებში ჭიდაობის დროსაც უჭირდა და რასაც იგებდა, იგებდა ძირითადად ტექნიკის ხარჯზე. მოძლიერდეს ცოტა ფიზიკურად და დიდი სპორტსმენი დადგება

12:31 | 12.05.2019
ალექსანდრე (6188)

რით ვერ დაასრულა ავთომ მწვრთნელებთან კონფლიქტი? ეხლა ბაქოში გუჯეჯიანი და მოდებაძე არიან და არცერთი იყო ავთოს სეკუნდანტი. ჩირიკას წარუმატებლობის მთავარი მიზეზი მოდებაძესთან კონფლიქტია.

12:22 | 12.05.2019
basharski (219)

ცოდა დავაცადოდ ცჰირიკას მალე ზველ ფორმასჰი იქნება, დგეს ასჰკარად არ გაუმარტლა ტავის ილეტზე, არადა ჯობდა. ცოტა ხანსჰი ზველ ცჰირიკას ვნახავტ დაიჯერეტ

12:11 | 12.05.2019
sanzona (3181)

ეხ რა დრო დაუდგა ჩირიკას, მეჰდიევი რომ აიპონებს

12:15 | 12.05.2019
ცეზარ68 (94)

რა კაცი დავკარგეეთთ

12:09 | 12.05.2019
ცეზარ68 (94)

ეეხ ჭრიკი ჭრიკი

20:44 | 11.05.2019
fidofido (3392)

სუნთქავდა. იმედია პაუნაშვილი 2 არგამოვა და მიაღწევს წარმატებებს

20:43 | 11.05.2019
fidofido (3392)

ტატო ფიზიკას მიხედე თუ გინდა ანგარიშ გასაწევი ძიუდოისტი გახდე. ნახევარ ფინალში ვერარ სუნთქ

0.062464