ფეხბურთი

14:13 | 30.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

დავიდ ვილიას მე-400 გოლი კარიერაში

“ნიუ იორკ სიტის” ესპანელმა ფორვარდმა დავიდ ვილიამ “დალასთან” MLS-ის რეგულარული ჩემპიონატის მატჩში დუბლი მიითვალა. ამ თამაშში 36 წლის ფეხბურთელის მიერ გატანილი პირველი გოლი, მის კარიერაში მე-400 გამოდგა.

ამჟამად ვილიას ანგარიშზე 401 გოლი ირიცხება - 342 გოლი მან საკლუბო დონეზე გაიტანა, 59 კი ესპანეთის ნაკრების მაისურით.

დავიდ ვილია ამერიკაში გადაბარგებამდე ხიხონის “სპორტინგის” (2001-2003), “სარაგოსას” (2003-2005), “ვალენსიას” (2005-2010), “ბარსელონას” (2010-2013) და “ატლეტიკოს” (2013-2014) ღირსებას იცავდა. ყველაზე მეტი, 129 გოლი მას “ვალენსიაში” თამაშისას აქვს გატანილი.

0.118094