მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველი არიენ რობენი და მცველი ჟერომ ბოატენგი მადრიდის “რეალთან” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. გერმანული კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, “ბაიერნი” მადრიდში მათ გარეშე გაემგზავრა.
ორივე ფეხბურთელი ამ გუნდებს შორის მიუნხენში გამართულ პირველ შეხვედრაში დაშავდა.
გარდა ამისა, “ბაიერნის” ლაზარეთში იმყოფებიან მანუელ ნოიერი, არტურო ვიდალი და კინგსლი კომანი.
მადრიდში მოედანზე შეიძლება ვიხილოთ დავიდ ალაბა, რომელმაც ტრავმის გამო პირველი მატჩი გამოტოვა.
“რეალისა” და “ბაიერნის” დაპირისპირება მადრიდში 1 მაისს გაიმართება. პირველი მატჩი მოუნხენელებმა საკუთარ მოედანზე 1:2 წააგეს.