ფეხბურთი

22:20 | 29.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

"კიევომ" მარანი დაითხოვა

"კიევოს" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით 46 წლის სპეციალისტი როლანდო მარანი კლუბს აღარ გაწვრთნის. აღნიშნული ინფორმაცია იტალიური გუნდის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. "კიევოს" ახალი თავკაცი ამავე კლუბის აწ უკვე 19-წლამდელთა გუნდის დამრიგებელი ლორენცო დ`ანნა იქნება.

მარანმა "კიევო" 2014 წელს ჩაიბარა და მას შემდეგ მისმა გაწვრთნილმა გუნდმა 148 თამაშიდან 44 მოიგო და 40 ფრედ ითამაშა. მიმდინარე სეზონში ვერონელები არადამაჯერებლად თამაშობენ და შესაძლოა იტალიის ჩემპიონატი დატოვონ. 35 შეხვედრის შემდეგ "კიევო" 31 ქულით მე-17 ადგილზეა.

0.109428