ფეხბურთი

15:45 | 29.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მჭედლიშვილი ხორვატიის უმაღლეს დივიზიონთან ერთ ნაბიჯშია (+VIDEO)

გიორგი მჭედლიშვილი ხორვატიიის პირველ დივიზიონთან ერთ ნაბიჯშია. ქართველი ფეხბურთელის “გორიცამ” II დივიზიონის 29-ე ტურის ცენტრლურ მატჩში საკუთარ მოედანზე უშუალო კონკურენტი “ვარაზდინი” 4:2 დაამარცხა.

26 წლის მჭედლიშვილი შეუცვლელად გაისარჯა და პირველ გოლში დიდი წვლილიც შეიტანა. მარჯვენა ფლანგზე სწორედ მისი აქტიურობის შემდეგ გაიხსნა ანგარიში.

“გორიცას” 55 ქულა გაუხდა და იმავე “ვარაზდინს” 6 ქულით გადაასწრო. პირველ დივიზიონში პირდაპირ ერთი გუნდი გადადის, ხოლო მეორე ადგილოსანი პლეი-ოფში ითამაშებს. “გორიცა” ამჟამად მეორე პოზიციაზეა, მაგრამ თუ აღნიშნულ პოზიციას შეინარჩუნებს, უმაღლესი ლიგის საგზურს პირდაპირ მიიღებს. ვინაიდან, ახლა ლიდერი ზაგრების “დინამოს” მეორე გუნდია და მას უმაღლესში გადასვლის უფლება არ აქვს.

სეზონის დასრულებამდე 4 ტურია დარჩენილი. შეგახსენებთ, გიორგი მჭედლიშვილი “გორიცას” მიმდინარე წლის დასაწყისში “სამტრედიადან” შეუერთდა და ხორვატული გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდრა.

0.126396