"დენიზლისფორის" გულშემატკივარმა, რომელსაც სტადიონზე ერთი წლის განმავლობაში შესვლა აუკრძალეს, თამაშის საყურებლად ორიგინალური გადაწყვეტილება მიიღო. ერთგულმა მხარდამჭერმა ამწე დაიქირავა და ისე უგულშემატკივრა თავის გუნდს.
საბოლოოდ "დენიზლმა" თურქეთის რანგით მეორე დივიზიონის 33-ე ტურში "გაზიანთეფსფორი" 5:0 დაამარცხა.