ისტორია

9:48 | 29.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

29 აპრილი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1970. დაიბადა ანდრე აგასი. ყველა დროის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი. ეთნიკური სომეხი სპორტსმენი დაიბადა ლას ვეგასში, მისი მშობლები კი, ირანიდან იყვნენ. ანდრეს მამა, ემანუელ “მაიკ” აგასიანი მოკრივე იყო და 1948 და 1952 წლების ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობდა (გამოდიოდა ირანის სახელით). 14 წლის ანდრე, ნიკ ბოლეტიერის საჩოგბურთო აკადემიაში ჩაირიცხა, რომელიც 16 წლისამ დაასრულა. 1988 წელს, 43 ტურნირში მონაწილეობის შემდეგ, აგასიმ საპრიზო თანხის სახით მილიონი დოლარი დააგროვა. ეს თანხა მან ჩოგბურთელთა შორის ყველაზე მოკლე დროში მოიპოვა. სულ ანდრე აგასის შემოსავალი 31 მილიონს (მესამე შედეგი ჩოგბურთის ისტორიაში) აჭარბებს. ანდრეს მოგებული აქვს “დიდი სლემის” ოთხივე ტურნირი. მან უიმბლდონზე 1992 წელს იმარჯვა, აშშ-ის ღია პირველობა 1994 და 1999 წლებში მოიგო, ავსტრალიის ღია პირველობაზე მთავარი პრიზი ოთხჯერ დაიმსახურა (1995, 2000, 2001 და 2003), ხოლო პარიზის “როლან გაროსის” კორტებზე საფრანგეთის ღია პირველობის გამარჯვებულის ტიტული 1999 წელს მოიპოვა. 1996 წელს ატლანტაში აგასიმ ოლიმპიური ოქროს მედალი დაიმსახურა. აშშ-ის ნაკრების შემადგენლობაში დევისის თასზე ჩატერბული აქვს 35 შეხვედრა, რომელთაგან 30-ში იმარჯვა. ATP-ის კლასიფიკაციით მსოფლიოს ჩოგბურთელთა რეიტინგს ხანგრძლივი დროის განმავლობაში ლიდერობდა. ანდრე აგასი აშშ-ს დემოკრატიულ პარტიას ემხრობა და ამ ორგანიზაციის საპრეზიდენტო კანდიდატებისთვის 100 ათას დოლარზე მეტი აქვს გადარიცხული. ანდრე აგასის მეუღლე ასევე ლეგენდარული ჩოგბურთელი, გერმანელი შტეფი გრაფია. წყვილს ქალ-ვაჟი ჰყავს.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1901. მძიმეწონოსან მოჭიდავეთა შორის, ესტონელმა გეორგ გაკერშმიდტმა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1922. ესტონეთის დედაქალაქ ტალინში ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით ძალოსნობაში პირველი მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა.

1936. იაპონიაში პროფესიონალ ბეისბოლისტთა პირველი მატჩი ჩატარდა.

1964. ინგლისური “ბრედფორდ სიტის” ფეხბურთელმა, ჯიმ ფრაიტსმა ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა. მსაჯის მიერ მიცემული სასტარტო ნიშნის შემდეგ, მან პარტნიორისგან მიღებული ბურთი, მოედნის ცენტრიდან პირდაპირ მეტოქის კარის მიმართულებით გაგზავნა. მეკარე ხელთათმანების ჩაცმით იყო დაკავებული, ბურთი კი, “ცხრიანში” გაეხვა. ეს შეხვედრის მეოთხე წამზე მოხდა.

1973. ფორმულა1-ის “მონჟუიკ პარკის” გრან-პრი ბრაზილიელმა პილოტმა ემერსონ ფიტიპალდიმ (“ლოტუსი”) მოიგო.

1974. ფორმულა-1-ის ჯარამას (ესპანეთი) გრან-პრი ნიკი ლაუდამ (“ფერარი”) მოიგო.

1979. ფორმულა-1-ის ჯარამას (ესპანეთი) გრან-პრი პატრიკ დეპაილერმა მოიგო.

1985. სუპერმძიმე წონითი კატეგორიის მოკრივეთა შორის, ტონი ტაქსმა გრეგ პეიჯი 15 რაუნდიან ორთაბრძოლაში დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1992. დასავლეთუკრაინულ ქალაქ უჟგოროდში პირველი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა უკრაინის საფეხბურთო ნაკრებმა. 13 ათასი მაყურებლის თანდასწრებით დებიუტი წარუმატებელი გამოდგა – უკრაინელებმა უნგრელებთან 1:3 წააგეს. უკრაინელთა მწვრთნელი ვიკტორ პროკოპენკო იყო, ნაკრების ისტორიაში პირველი გოლის ავტორი კი ივან გეცკოა.

2005. UEFA- საქართველოს ნაკრებს უახლოესი ორი მატჩის ცარიელ სტადიონზეჩატარებამიუსაჯა.ეროვნულიგუნდი მაყურებელთა უდისციპლინობის გამო დაისაჯა _ საბერძნეთთანდათურქეთთანჩატარებულ მსოფლიოსჩემპიონატის შესარჩევი ციკლის შეხვედრებში, ქართველმაფანებმამოედანზესხვადასხვა საგნები ისროლეს.

2005. საქართველოს ჩემპიონი ჭადრაკში საერთაშორისო ოსტატი ვალერიან გაფრინდაშვილი გახდა.

2006. ერთა თასის გათამაშების მატჩში, რომელიც ოდესაში ჩატარდა, საქართველოსსარაგბოეროვნულმანაკრებმა უკრაინის გუნდი დაამარცხა (32:12).

2007. რომში გამართულ ძიუდოისტთა მსოფლიოს თასის გათამაშებაში, ზურაბ ზვიადაურმა (90 კგ),ლევანჟორჟოლიანმა (100 კგ) და ზვიად ხანჯალიაშვილმა (მძიმე წონა) ბრინჯაოს მედლებიდაისაკუთრეს.

2008. სამბისტთა ევროპის ჩემპიონატზე უშანგი კუზანაშვილმა (52 კგ) ვერცხლის მედალიმოიპოვა,ხოლოდავითსიმონიშვილმა (62 კგ) და მინდია ბოდაველმა (90 კგ) ბრინჯაოს მედლებიდაისაკუთრეს.

2008. ჩემპიონთა ლიგის განმეორებით ნახევარფინალურ მატჩში “მანჩესტერ იუნაიტედმა” “ოლდ ტრაფორდზე” “ბარსელონას” 1:0 მოუგო და ფინალში გავიდა. ერთადერთი გოლი პოლ სქოულზის ანგარიშზეა. პირველი შეხვედრა 0:0 დასრულდა.

2008. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბმა “შარლოტ ბობკეთსმა” მთავარ მწვრთნელად ლარი ბრაუნი დანიშნა. ბრაუნისთვის ეს ნბა-ს რიგით მეცხრე სადამრიგებლო გუნდია.

2009. ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში “მანჩესტერ იუნაიტედმა” “ოლდ ტრაფორდზე” “არსენალს” 1:0 მოუგო.

2012. ბარსელონას საჩოგბურთო ტურნირის ფინალში რაფა ნადალმა დავიდ ფერერი 2 სეტში დაამარცხა 7:6, 7:5 და მეშვიდედ გახდა ამ შეჯიბრების გამარჯვებული.

2014 - ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალში მადრიდის “რეალმა” მიუნხენში “ბაიერნს” 4:0 მოუგო. 2 გოლი კრიშტიანუ რონალდუმ გაიტანა და ერთ სეზონში ჩემპიონთა ლიგის (თასის) შედეგიანობის რეკორდი დაამყარა (16). Mანამდე საუკეთესო მაჩვენებელი ლეო მესის ჰქონდა (14).

“ბაიერნს”, ევროტურნირების საშინაო მატჩში 4 ბურთის სხვაობით აქამდე არასდროს წაუგია. მიუნხენელთა ყველაზე დიდი საშინაო მარცხი ზაგრების “დინამოსთან” 1:4 წაგება იყო. ეს 1963 წელს მოხდა;

“რეალი” ჩემპიონთა თასის/ლიგის ფინალში მეცამეტედ გავიდა, რაც რეკორდია. მადრიდელები ტურნირის გადამწყვეტ მატჩში 2002 წლის შემდეგ პირველად ითამაშებენ;

“რეალმა” ჩემპიონთა თასის/ლიგის მოქმედი ჩემპიონი გათამაშებიდან მერვედ გამოთიშა, რაც რეკორდია. წინა სამ შემთხვევაში (1998, 2000, 2002) მადრიდელები ჩემპიონები თავად ხდებოდნენ;

ამ დღეს დაიბადნენ

1927. გერარდ ცეზიკი. 1940-50-იან წლებში პოლონეთის ნაკრებისა და ხოჟუვის “რუხის” ფორვარდი. ნაკრების 45 მატჩში გაიტანა 27 გოლი. “რუხის” რეკორდსმენი გატანილ გოლთა რაოდენობით (167). პოლონეთის სამგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი. ორჯერ გახდა პოლონეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი.

1930. ანრი “რიკ” კოპენსი. 1940-60-იან წლებში გამოდიოდა ბელგიის საფეხბურთო ნაკრებში (ამპლუით ფორვარდი). სამჯერ გახდა ბელგიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი. 1954 წელს დაასახელეს ბელგიის საუკეთესო ფეხბურთელად.

1940. მარსელინო. ესპანეთის ნაკრებისა და “სარაგოსას” ფორვარდი. 1964 წლის ევროპის ჩემპიონი. ტურნირის ფინალში გადამწყვეტი გოლი გაუტანა საბჭოთა კავშირის ნაკრებს. ორჯერ ფლობდა ესპანეთის, ერთხელ – ბაზრობათა თასს. ითვლება “სარაგოსას” ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად.

1942. გალინა კულაკოვა. თხილამურებით რბენაში ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი.

1956. კევინ მორანი. 1970-90-იან წლებში ირლანდიის ნაკრებისა და “მანჩესტერ იუნაიტედის” (“ოლდ ტრაფორდზე” ასპარეზობდა 1970-80-იან წლებში) მცველი. ნაკრების შემადგენლობაში ჩაატარა 74 მატჩი, გაიტანა 6 გოლი. 1990 და 1994 წლების მსოფლიო ჩემპიონატების მონაწილე. ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასის ორგზის მფლობელი.

1958. ჯოვანი გალი. იტალიის ნაკრებისა და “მილანის” მეკარე. მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონი (ტურნირზე დინო ძოფის რეზერვში იყო). ორჯერ მოიგო ჩემპიონთა თასი. ფლობდა ევროპისა და იტალიის სუპერთასებს. მოგებული აქვს უეფას თასი და იტალიის ჩემპიონობა.

1962. რობერტ დრეიპერსი. დახურულ დარბაზებში კილომეტრზე სირბილში მსოფლიოს რეკორდსმენი.

1966. ირინა გერლიცი. საბჭოთა კალათბურთელი. 1992 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. 1988 წლის ოლიმპიადის პრიზიორი. ევროპის ორგზის ჩემპიონი.

1967. ტყუპი დები, ელიზაბეტ და მერი მაკეები. ნიჩბოსნობაში ორი ოლიმპიადის მონაწილეები (1972, 1976). მიუნხენის თამაშებზე წყვილთა შორის მეოთხე ადგილზე გავიდნენ.

1970. ანდრე აგასი. ყველა დროის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი. ეთნიკური სომეხი სპორტსმენი დაიბადა ლას ვეგასში, მისი მშობლები კი, ირანიდან იყვნენ. ანდრეს მამა, ემანუელ “მაიკ” აგასიანი მოკრივე იყო და 1948 და 1952 წლების ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობდა (გამოდიოდა ირანის სახელით). 14 წლის ანდრე, ნიკ ბოლეტიერის საჩოგბურთო აკადემიაში ჩაირიცხა, რომელიც 16 წლისამ დაასრულა. 1988 წელს, 43 ტურნირში მონაწილეობის შემდეგ, აგასიმ საპრიზო თანხის სახით მილიონი დოლარი დააგროვა. ეს თანხა მან ჩოგბურთელთა შორის ყველაზე მოკლე დროში მოიპოვა. სულ ანდრე აგასის შემოსავალი 31 მილიონს (მესამე შედეგი ჩოგბურთის ისტორიაში) აჭარბებს. ანდრეს მოგებული აქვს “დიდი სლემის” ოთხივე ტურნირი. მან უიმბლდონზე 1992 წელს იმარჯვა, აშშ-ის ღია პირველობა 1994 და 1999 წლებში მოიგო, ავსტრალიის ღია პირველობაზე მთავარი პრიზი ოთხჯერ დაიმსახურა (1995, 2000, 2001 და 2003), ხოლო პარიზის “როლან გაროსის” კორტებზე საფრანგეთის ღია პირველობის გამარჯვებულის ტიტული 1999 წელს მოიპოვა. 1996 წელს ატლანტაში აგასიმ ოლიმპიური ოქროს მედალი დაიმსახურა. აშშ-ის ნაკრების შემადგენლობაში დევისის თასზე ჩატერბული აქვს 35 შეხვედრა, რომელთაგან 30-ში იმარჯვა. ATP-ის კლასიფიკაციით მსოფლიოს ჩოგბურთელთა რეიტინგს ხანგრძლივი დროის განმავლობაში ლიდერობდა. ანდრე აგასი აშშ-ს დემოკრატიულ პარტიას ემხრობა და ამ ორგანიზაციის საპრეზიდენტო კანდიდატებისთვის 100 ათას დოლარზე მეტი აქვს გადარიცხული. ანდრე აგასის მეუღლე ასევე ლეგენდარული ჩოგბურთელი, გერმანელი შტეფი გრაფია. წყვილს ქალ-ვაჟი ჰყავს.

1972. მარკო რემერი. გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და ბერლინის “ჰერტას” ფეხბურთელი.

1972. როზალია გალიევა. სპორტულ ტანვარჯიშში 1992 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1974. პასკალ სიგანი. “ლილის”, “არსენალისა” და “ვილიარეალის” მცველი. ლონდონელთა შორის გამოსვლისას მოგებული აქვს პრემიერლიგის ჩემპიონობა (2004) და ორჯერ საფეხბურთო ასოციაციის თასი (2003, 2005). 2002 და 2004 წლებში ფლობდა ინგლისის სუპერთასს.

1976. ფაბიო ლივერანი. იტალიის ეროვნული ნაკრების, “პერუჯასა” და “ლაციოს” ფეხბურთელი.

1977. კლაუს იენსენი. დანიის ეროვნული ნაკრების, “ბოლტონის,” “ჩარლტონისა” და “ფულემის” ფეხბურთელი

0.131886