ფეხბურთი

4:32 | 29.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

"შალკე" ჩემპიონთა ლიგაზე, "ჰამბურგს" გადარჩენის შანსი გაუჩნდა

გერმანიის ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონი დასასრულისკენ მიდის. ნელ-ნელა ყველა კიტხვას ეცემა პასუხი. ასე იყო 32-ე ტურშიც.

გელზენკირხენის “შალკემ” მართალია შინ “გლადბახს” ვერ მოუგო, მაგრამ ამას “ხუმარებისთვის” ხასიათი სულაც არ გაუფუჭებია. დომენიკო ტედესკოს გუნდმა ხომ ჩემპიონთა ლიგის საგზური ოფიციალურად გაიფორმა. მოკლედ, დამდეგ სეზონში “ველტინს არენაზე” ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი გაისმება.

“ჰამბურგი” – გუნდი, რომელსაც აქამდე ბუნდესლიგა არ დაუტოვებია. ორი ტურის წინ მისი მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო, მაგრამ ახლა რეალური შანსი აქვს არ გავარდეს. ზედიზედ ორი გამარჯვება და მათ შორის 32-ე ტურში უშუალო კონკურენტ “ვოლფსბურგთან” სტუმრად – 3:1. “ჰამბურგი” სამშვიდობო ზონას ახლა მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება და ვინ იცის, ეგებ, სასწაულიც გამოაცხოს.

სამაგიეროდ, როგორც მოსალოდნელი იყო ვერ გადარჩა “კიოლნი”, რომელმაც ბევრი იწვალა სტუმრად “ფრაიბურგთან”, ორბურთიანი ჩამორჩენაც აღმოფხვრა, მაგრამ ბოლო წუთზე მაინც წააგო და მეორე ბუნდესლიგის საგზური ოფიციალურად გაიფორმა. “ფრაი” კი ძალიან ახლოსაა გადარჩენასთან.

ამასობაში, “ლევერკუზენის” ჩავარდნა გრძელდება და ჩემპიონთა ლიგის ზონიდან ამოვარდა, სადაც მისი ადგილი “ჰოფენჰაიმმა” შეავსო. “ფარმაცევტებმა” მოულოდნელად შინ ვერაფერი გააწყვეს უმოტივაციო “შტუტგარტთან” – 0:1.

და ბოლოს, მიუნხენს ნიკო კოვაჩი ეწვია, რომელიც “რეკორდმაისტერს” 1 ივლისიდან ჩაიბარებს. მისი “აინტრახტი” კი “ბაიერნთან”, ვერას გახდა და 1:4 განადგურდა. სხვათა შორის, ეს გუნდები მალე გერმანიის თასის ფინალშიც გაეჯიბრებიან ერთმანეთს.

“ბაიერნი” – “აინტრახტი” 4:1 (1:0)

გოლები: 1:0 დორში (43), 2:0 სანდრო ვაგნერი (76), 2:1 ჰალერი (78), 3:1 რაფინია (87), 4:1 ზულე (90)

“ფრაიბურგი” – “კიოლნი” 3:2 (1:0)

გოლები: 1:0 პეტერსენი (14), 2:0 პეტერსენი (52), 2:1 ბიტენკურტი (82), 2:2 ბიტენკურტი (87), 3:2 ჰოლერი (90)

“ჰერტა” – “აუგსბურგი” (0:1)

გოლები: 0:1 გრეგორიტში (32), 0:2 კორდოვა (61), 1:2 იბიშევიჩი (84, პენ), 2:2 სელკე (87)

“შალკე” – “გლადბახი” 1:1 (1:1)

გოლები: 0:1 რაფაელი (32), 1:1 კალიჯური (45, პენ)

“ვოლფსბურგი” – “ჰამბურგი” 1:3 (0:2)

გოლები: 0:1 ვუდი (43, პენ), 0:2 ჰოლტბი (45), 1:2 ბრეკალო (78), 1:3 ვალდშმიდტი (90)

“ლევერკუზენი” – “შტუტგარტი” 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 გენტნერი (67)

თეგებიბუნდესლიგა
0.231403