ფეხბურთი

22:59 | 28.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

"სევილიას" სეზონის ბოლომდე კაპაროსი გაწვრთნის

"სევილიას" ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ვინჩენცო მონტელა დაითხოვა და მიმდინარე სეზონის ბოლომდე გუნდს ხოაკინ კაპაროსი გაწვრთნის. აღნიშნული ინფორმაცია ანდალუსიური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

იტალიელმა სპეციალისტმა გუნდი გასული წლის ბოლოს ჩაიბარა და "სევილიამ" მისი ხელმძღვანელობის პერიოდში 28 შეხვედრიდან 11 მოიგო და შვიდი ფრედ დაასრულა. ანდალუსიელები ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "ბაიერნთან" დამარცხდნენ, ხოლო ლა ლიგაში მეშვიდე პოზიციაზე იმყოფებიან და შესაძლოა მომავალ სეზონში ევროპა ლიგაზეც ვერ გავიდნენ. გუნდმა ბოლო ცხრა თამაში ვერ მოიგო და კლუბის მესვეურებმა იტალიელის გაშვება გადაწყვიტეს.

კაპაროსი "სევილიას" 2000-05 წლებში თავკაცობდა. მას შემდეგ ხოაკინი რამდენიმე ესპანურ გუნდს ედგა სათავეში და ბოლოს ყატარულ "ალ აჰლის" წვრთნიდა.

0.131866