ფრანგული “პარი სენ ჟერმენის” გულშემატკივრები თავიანთი გუნდის ფეხბურთელებს დაუპირისპირდნენ და განსაკუთრებით, ნეიმარს. პსჟ-ს ფან-კლუბმა სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, საიდანაც პატივისცემას მოითხოვენ.
“რეალ მადრიდთან” ჩვენი ფეხბურთელების ცუდი გამოსვლისა და მისი ართამაშის შემდეგ (ნეიმარის – რედ) წესიერების ლიმიტი ამოიწურა. ჩვენი ქალაქიდან შორს, სხვა უპატივცემულო ქცევები, როგორც მოედანზე, ისე სოციალურ ქსელებში. ჩვენი ფეხბურთელებისგან მოვითხოვთ, ჩვენი, გულშემატკივრების პატივისცემას.
ჩვენ გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას, მაგრამ არ დავყრით იარაღს. ჩვენს მოთმინებას საზღვარი აქვს”, - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ პსჟ-მ მიმდინარე სეზონში დუბლი შეასრულა და საფრანგეთის ჩემპიონობასთან ერთად, საფრანგეთის ლიგის თასიც მოიგო. თუმცა, ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებლად გამოვიდა.