ფეხბურთი

18:30 | 28.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის კარგ ფორმაში იქნება

ფრანგული “პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელი ნეიმარი მსოფლიოს ჩემპიონატს კარგ ფორმაში შეხვდება. აღნიშნული ინფორმაცია ბრაზილიის ნაკრების მთავარმა ექიმმა როდრიგო ლასმარმა გაავრცელა.

“ნეიმარი მუშაობს და ველოდებით, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე კარგ ფორმაში იქნება. ახლა მთავარია, ფიზიკური ფორმა გაიუმჯობესოს, ტრავმის შემდეგ ფეხბურთელებისთვის ინდივიდუალური პროგრამა აუცილებელია”, - განუცხადა Globo Esporte-ს ლასმარმა.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარმა ტრავმა თებერვალში, “მარსელთან” მატჩში მიიღო და მოგვიანებით ოპერაცია გაიკეთა. წინასწარი ინფორმაციით, “სელესაოს” ლიდერმა მუნდიალზე თამაში აუცილებლად უნდა მოახერხოს.

0.113046