ფეხბურთი

15:47 | 28.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

"რეალმა" ლევანდოვსკი გადაიფიქრა

მადრიდის “რეალს” რობერტ ლევანდოვსკი არ სჭირდება. Marca-ს ინფორმაციით, “სამეფო კლუბის” ხემძღვანელობამ პოლონელი ფორვარდის გადაბირებაზე უარი საბოლოოდ თქვა და ზაფხულში ეს ტრანსფერი აღარ შედგება.

ავტორიტეტული გამოცემის ცნობით, მადრიდში უპირატესობას “ტოტენჰემის” თავდამსხმელ ჰარი კეინს ანიჭებენ, ხოლო ალტერნატიულ ვარიანტებად მაურო იკარდი და ტიმო ვერნერი განიხილებიან.

შეგახსენებთ, აქამდე ლევანდოვსკის “რეალში” გადასვლის შესახებ არაერთხელ დაიწერა. “ბაიერნის” ფორვარდმა აგენტიც შეიცვალა და ამან კიდევ უფრო გაამყარა ზემოხსენებული ვარაუდი.

რობერტ ლევანდოვსკიმ ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 28 მატჩი ჩაატარა და 28 გოლი გაიტანა.

0.106618