დღეს, იტალიის სერია A-ს ტურის ცენტრალური მატჩია. როდესაც საქმე დიდ იტალიურ დერბს, ანუ, “ინტერი” – “იუვენტუსს” ეხება, ის ყოველთვის გამორჩეულია, მაგრამ ახლა ყველაფერს სატურნირო მდგომარეობაც ამძაფრებს.
“ინტერი” ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრად გამალებით იბრძვის, ხოლო ტურინელები სკუდეტოს მოსაპოვებლად. მოკლედ, შეცდომის უფლება არცერთს არ აქვს, რადგან შესაძლოა, ეს საბედისწეროც გამოდგეს.
Tuttosport-ის ინფორმაციით, “იუვენტუსის” ფეხბურთელებმა კაპიტან ჯანლუიჯი ბუფონს, რომელიც სეზონის ბოლოს კარიერას ასრულებს, პირობა მისცეს. გასახდელში თურმე ტურინელები შემდეგი ფრაზით გამოვიდნენ:
“ჯიჯისთვის უნდა გავიმარჯვოთ. ამ სკუდეტოს დაკარგვა არ შეიძლება, ბუფონი ამას იმსახურებს!”.
“ინტერისა” და “იუვენტუსის” მატჩი დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.