ბრაზილიის საფეხბურთო კლუბ “შაპეკოენსეს” ტრაგედიამ 2016 წლის მიწურულს საფეხბურთო სამყარო შეძრა. მას შემდეგ წელიწადი და 5 თვე გავიდა და დადგინდა მიზეზი, რის გამოც თვითმრინავმა კატასტროფა განიცადა.
საგამოძიებო სამუშაოებში ხუთი ქვეყანა (ბრაზილია, ბოლივია, კოლუმბია, აშშ და ინგლისი) იყო ჩართული და როგორც დასკვნაშია ნათქვამი, თვითმრინავს ავზში საკმარისი საწვავი არ ჰქონდა.
როგორც ცნობილი გახდა, მანძილს, რომელიც “შაპეკოენსეს” თვითმფრინავს უნდა დაეფარა, 11.603 ლიტრი საწვავი სჭირდებოდა, ხოლო ბოლივიური ლაინერი მედელინისკენ 9.300 ლიტრი საწვავით გაეშურა. შესაბამისად, გამოვიდა, რომ 2.300 ლიტრი საწვავის უკმარისობამ საბედისწერო ინციდენტი გამოიწვია.
თვითმფრინავში საგანგებო მდგომაროება დაშვებამდე 40 წუთით ადრე გამოცხადდა და საბოლოოდ, მედელინთან ახლოს, მთებში კატასტროფა განიცადა.
ბრაზილიური “შაპეკოენსე” კოპა სუდამერიკანას ფინალში, “ატლეტიკო ნასიონალთან” სათამაშოდ მიემართებოდა. ბორტზე 77 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგანაც 71 დაიღუპა. გადარჩენილებში კი, “შაპეკოენსეს” სამი ფეხბურთელიც აღმოჩნდა – ნეტო, ალან რუშელი და ჯექსონ ფოლმანი.