ფეხბურთი

0:51 | 28.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა კაჭარავას სგოლე პასი "ლეგიასთან" (+VIDEO)

პოლონეთის ექსტრაკლასას 33-ე ტურში ნიკა კაჭარავას “კორონა” ვარშავაში, “ლეგიას” ესტუმრა და სათანადო წინააღმდეგობა ოდენ პირველ ტაიმში გაუწია. მეორე ნახევარში კი, პოლონეთის საუკეთესო გუნდმა სამჯერ დაამწუხრა სტუმრები.

ერთადერთი, რაც “კორონამ” გაახერხა, 88-ე წუთზე გორან ცვიანოვიჩის პრესტიჟის გოლი. სლოვენიელმა “ლეგიას” კარი ნიკა კაჭარავას პასის შემდეგ დალაშქრა. ქართველმა ფორვარდმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო მისი გუნდი 48 ქულით მეექვსე პოზიციაზე იმყოფება.

უკრაინის პრემიერლიგის 29-ე ტურში დონეცკის “შახტარმა” სტუმრად “მარიუპოლი” ოლარენვაუ კაიოდეს გოლით დაამარცხა და ლიდერობა განიმტკიცა. პაულუ ფონსეკამ დავით ხოჭოლავა ძირითად შემადგენლობაში გაამწესა და არც შეუცვლია. ქართველმა ფეხბურთელმა 78-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. “შახტარი” კი 69 ქულით ლიდერია.

ესპანეთის ლა ლიგა 2-ის 37-ე ტურში ორი მნიშვნელოვანი ქულა დაკარგა “სარაგოსამ”, რომელმაც ცხრილის შუაში მყოფი “რეუსი” მისსავე მოედანზე ვერ დაამარცხა – 1:1. არაგონელთა შემადგენლობაში გიორგი პაპუნაშვილმა 88-ე წუთამდე ითამაშა. “სარაგოსა” 59 ქულით მეოთხე პოზიციაზე იმყოფება და ლა ლიგაში გადასასვლელად იბრძვის.

0.127493