ფეხბურთი

20:54 | 27.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგის კვირის სიმბოლური

უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა ევროპა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველი შეხვედრებიდან სიმბოლური ნაკრები შეადგინა. საუკეთესო 11 ფეხბურთელს შორის 5-5 ფეხბურთელითაა წარმოდგენილი "მარსელი" და ლონდონის "არსენალი". სიმბოლურში ასევე მოხვდა "ატლეტიკოს" თავდამსხმელი ანტუან გრიზმანი.

ევროპა ლიგის კვირის გუნდი შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარე: იოჰან პელე ("მარსელი");

მცველები: ჟორდან ამავი, ადილ რამი (ორივე "მარსელი"), შკოდრან მუსტაფი, ნაჩო მონრეალი (ორივე "არსენალი");

ნახევარმცველები: დიიტრი პაიეტი, ფლორიან ტოვენი (ორივე "მარსელი"), ჯეკ უილშირი, აარონ რემსი (ორივე "არსენალი");

თავდამსხმელები: ანტუან გრიზმანი ("ატლეტიკო"), ალექსანდრ ლაკაზეტი ("არსენალი")

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.172728