ჩოგბურთი

19:31 | 27.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი მეოთხედფინალში დამარცხდა

საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი უნგრეთის ღია ტურნირის მეოთხედფინალში ანდრეას სეპისთან 4:6, 6:7 დამარცხდა. მიუხედავად წაგებისა, უნდა ითქვას, რომ ნიკოლოზს შანს ჰქონდა იოლად მოეგო შეხვედრა, თუმცა ქართველის შეცდომების ხარჯზე იტალიელმა ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

პირველ სეტში სეპიმ ბასილაშვილს ორჯერ მისცა შანსი, რათა დაწინაურებულიყო, თუმცა ქართველმა ეს ვერ გამოიყენა. ანდრეასი მესამე სეტში დაბრეიკდა, თუმცა ანგარიში მალევე გაათანაბრა. ასევე, იტალიელმა მეშვიდე გეიმზეც დათმო მოწოდება და ამ შემთხვევაშიც ნიკოლოზს საკუთარ მოწოდებაზე უნდა ეყოჩაღა, თუმცა 26 წლის მოთამაშემ, როგორც აღმოჩნდა ვერ გამოასწორა აღნიშნული კომპონენტი და ზედიზედ ორჯერ დაბრეიკდა.

მეორე სეტშიც დაწინაურდა ნიკოლოზი და შანსი კვლავ ვერ გამოიყენა. ბასილაშვილმა სანახაობრივივად იასპარეზა, თუმცა ცდილობდა გათამაშება ძლიერი დარტყმით მალევე დაესრულებინა ხოლმე. მეტოქის მიზანი კი ბურთის მოედანზე დატოვება იყო და აგრესიულად ნაკლებად უტევდა. საბოლოოდ, იტალიელის ტაქტიკამ გაამართლა, ნიკოლოზმა გადამწყვეტ მომენტებში შეცდომებით საჭირო ქულები ვერ აიღო და დამარცხდა. აღნიშნულ ჩოგბურთელებს შორის ანგარიში 1:1 გახდა.

ბუდაპეშტში მიმდინარე ტურნირზე ბასილაშვილმა ორი თამაში მოიგო და საბოლოოდ 45 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა. ორშაბათს განახლებულ რეიტინგში ნიკოლოზი რამდენიმე ადგილით დაწინაურდება და მინიმუმ 75-ე პოზიციაზე იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.326792