ფეხბურთი

16:30 | 27.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ემოციური კადრები: ანდრეს ინიესტა "ბარსელონას" ოფიციალურად დაემშვიდობა (+VIDEO)

მსოფლიო ფეხბურთში კიდევ ერთი ეპოქა დასრულდა. ანდრეს ინიესტა მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე “ბარსელონას” დატოვებს. 33 წლის ფეხბურთელმა სპეციალური პრეკსონფერენცია გამართა, რომელსაც ჟურნალისტების გარდა, “ბარსელონას” ფეხბურთელები და ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

ანდრესი ერთობ ემოციური იყო და საუბრისას ცრემლებიც არაერთხელ მოერია. ესპანელმა ლეგენდამ “ბლაუგრანას” დატოვება შემდეგნაირად დააანონსა:

“ეს ჩემი ბოლო სეზონია “ბარსელონაში”. მინდა გუნდი დავტოვო ტიტულით, გამარჯვებითა და დადებითი გრძნობით. გულშემატკივრები ყოველთვის ჩემს გულში იქნებიან. თითოეულმა თქვენგან ძალიან ბევრი მომცა, როგორც ფეხბურთელსა და ადამიანს.

მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს ოჯახს, კლუბს, “ლა მასიასა” და გულშემატკივრებს. ჯერ არ ვიცი კარიერას სად გავაგრძელებს, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ “ბარსელონას” წინააღმდეგ არ ვითამაშებ. რაც შეეხება “ოქროს ბურთის” ვერ მოგებას, ეს ჩემთვის ფეხბურთის აღქმას ვერ შეცვლის”, - განაცხადა ინიესტამ.

ანდრეს ინიესტა “ბარსელონას” აკადემიის აღზრდილია, სადაც 1996-2001 წლები გაატარა. შემდეგ ითამაშა “ბარსას” მეორე გუნდში, ხოლო 2003 წელს მთავარ გუნდში ჰქონდა დებიუტი ბელგიური “ბრიუგეს” წინააღმდეგ.

ინიესტა “კამპ ნოუზე” 8-ჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, 4-ჯერ ჩემპიონთა ლიგა მოიგო, სამჯერ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, 7-ჯერ ესპანეთის სუპერთასი, 6-ჯერ ესპანეთის თასი, სამჯერ ევროპის სუპერთასი. გარდა ამისა, ესპანეთის ნაკრებში ორჯერ ევროპის, ხოლო ერთხელ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიგო.

“ბარსელონას” მთავარ გუნდში ანდრეს ინიესტამ დღემდე 669 მატჩი ჩაატარა და 57 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115999