სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

3:25 | 27.04.2018 | ნანახია 2292 - ჯერ

ევროპა ლიგა: “არსენალმა” 10-კაციან “ატლეტიკოსთან” ვერ ივარგა
"მარსელი" ფინალს მიუახლოვდა

ევროპა ლიგის 2017/2018 წლების სეზონის ყველაზე საინტერესო და გამომწვევი დაპირისპირება “ემირეითს სთედიუმზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივი “არსენალი” მადრიდის “ატლეტიკოს” დაუხვდა და დიდი სათამაშო უპირატესობის მიუხედავად, გამარჯვების მოპოვება ვერ მოახერხა.

“მეთოფეები” რომ უპირატესობას ფლობდნენ, ამაში გასაკვირი ნაკლებადაა, რადგან მე-10 წუთისთვის შიმე ვრსალკომ უხეშობისთვის ორი ყვითელი ბარათი მიიღო და სტუმრები თითქმის მთელი შეხვედრის განმავლობაში კაცნაკლულნი იყვნენ, რამაც რასაკვირველია, დიეგო სიმეონეს გეგმებზე სერიოზულად იმოქმედა და მასპინძლებმა მშვენიერი შანსი მიიღეს, რომ მატჩი სასურველი შედეგით დაესრულებინათ.

ლონდონელებმა თავიდანვე აქტიურად დაიწყეს და ალექსანდრე ლაკაზეტს ჯერ კიდევ მე-5 წუთზე შეეძლო გატანა, მაგრამ ხელსაყრელი სიტუაციიდან მიზანმა უმტყუნა. ვრსალკოს გაძევების შემდგომ, “არსენალმა” ბურთი დაიჭირა და შეტევებს შეუდგა. განსაკუთრებით სახიფათო მომენტები დენი უელბეკს და ნაჩო მონრეალს ჰქონდათ, მაგრამ ინგლისელს იან ობლაკმა არ გაატანინა, ხოლო ესპანელმა ოდნავ ააცილა. უშანსოდ სტუმრებიც არ ყოფილან და ტაიმის მიწურულს, კინაღამ დაწინაურება შეძლეს: ტომას ტეიემ შესანიშნავად ითამაშა, რამდენიმე მეტოქე ჩამოიშორა და ანტუან გრიზმანი დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა, მაგრამ ოსპინამ კარგად ითამაშა და ბურთი მოიგერია.

“არსენალმა” მეორე ნახევარში ბურთზე კონტროლს კიდევ უფრო მოუმატა, თუმცა საწყის 15 წუთში განსაკუთრებული სახიფათო მომენტი არ შეუქმნია. “ატლეტიკო” თავს კარგად იცავდა და თითქოს უსიამოვნებას არაფერი მოასწავებდა, მაგრამ 61-ე წუთზე ანტუან გრიზმანმა საკუთარ საჯარიმოსთან დაკარგა ბურთი, რასაც მასპინძელთა შედეგიანი შეტევა მოჰყვა: ჯეკ უილშირმა ფლანგიდან საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ლაკაზეტმა ლუკას ერნანდესს საჰაერო დუელი მოუგო და თავური დარტყმით ანგარიში გახსნა. ფრანგ ფორვარდს რვა წუთში მეორეს გატანაც შეეძლო, მაგრამ მისი თავური სანტიმეტრებიც ასცდა ობლაკის კარს.

“ატლეტიკო” თითქოს უშანსოდ იყო, მაგრამ რთული სიტუაციიდან გამოძრომა მაინც მოახერხა: 82-ე წუთზე ხიმენესმა გრძელი გადაცემა გაუკეთა გრიზმანს, რომელმაც ლორან კოშელნის შეცდომა დააშვებინა და მეკარესთან პირისპირ დარჩა, ოსპინამ პირველ შემთხვევაში ივარგა, მაგრამ ფრანგმა შემტევმა დამატებაზე უშეცდომოდ ითამაშა და უმნიშვნელოვანესი გოლი შეაგდო.

მასპინძლებმა უმალ დიდი ძალებით შეუტიეს და მოგებაც შეეძლოთ. 87-ე წუთზე აარონ რემსი მორიგ გოლთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ იან ობლაკმა შესანიშნავად ითამაშა და მისი თავური მოიგერია – 1:1.

მეორე ნახევარფინალური ჯახი “ველოდრომზე” შედგა, სადაც “მარსელმა” “ზალცბურგი” კომფორტული ანგარიშით დაამარცხა და ფინალს ძალიან მიუახლოვდა. მორიგი დიდებული შეხვედრა ჩაატარა დიმიტრი პაიემ, რომელმაც პირველ ტაიმში სტანდარტულიდან მოაწოდა მშვენივრად და ფლორიან ტოვენს გაატანინა, ხოლო 63-ე წუთზე ფლანგზე ორი მცველის ყურადღება მიიპყრო, შემდეგ კი დროული და ზუსტი გადაცემა გაუკეთა მოედანზე ორიოდე წუთით ადრე შემოსულ ნ’ჯიეს, რომელმაც გუნდელს ბრწყინვალე გარჯა დაუფასა და საკუთარი გუნდის უპირატესობა გაზარდა – 2:0.

არსენალი – ატლეტიკო 1:1 (0:0)

ლონდონი, “ემირეითს სთედიუმი”

არსენალი (4-3-2-1): ოსპინა, მუსტაფი, კოშელნი, ბელერინი, მონრეალი, ჯაკა, უილშირი, რემსი, ოზილი, უელბეკი, ლაკაზეტი.
მწვრთნელი: არსენ ვენგერი

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი, ხიმენესი, გოდინი, ვრსალკო, ლუკასი, საული, ტეიე, ა.კორეა (სავიჩი 75), კოკე, გრიზმანი (ფ.ტორესი 85), გამეირო (გაბი 65).
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

გოლები: 1:0 ლაკაზეტი (61), 1:1 გრიზმანი (82)
გაფრთხილება: ვრსალკო (2)
გაძევება: ვრსალკო (10)
მსაჯი: კლემენტ ტურპინი (საფრანგეთი)

მარსელი – ზალცბურგი 2:0 (1:0)

მარსელი, “ველოდრომი”

მარსელი (4-2-3-1): პელე, გუსტავო, რამი, ამავი, სარი, მ.ლოპესი (ნ’ჯიე 60), სანსონი, პაიე, ოკამპოსი (ზამბო ანდრე-ფრენკი 52), ტოვენი (ჟერმენი 81), მიტროღლუ.
მწვრთნელი: რუდი გარსია

ზალცბურგი (4-4-2): უალკე, სალეტა-სარი, რამალიო, ლეინერი, ალმერი, სამასეკუ, ვოლფი (შლახერი 68), ბერიშა, ჰაიდარა (იაბო 81), ჰუანგი (გულბრანდსენი 60), დაბური.
მწვრთნელი: მარკო როუზი

გოლები: 1:0 ტოვენი (15), 2:0 ნ’ჯიე (63)
გაფრთხილებები: მ.ლოპესი, მიტროღლუ – ვოლფი
მსაჯი: უილიამ კოლუმი (შოტლანდია)

Loading...

კომენტარები (10)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
14:32 | 28.04.2018
mjgiri (3973)

შალკეს უფრო დიდი შემოსავალი აქ,ამიტომ ატლეტიკოს ტოპ-კლუბობაზე ლაპარაკი ჯერ სასაცილოა.თორემ შემადგენლობა ბაზარი არაა,კარგი ყავთ

14:38 | 28.04.2018
MatsSundin (1510)

აქ ტოპ კლუბობაზე არც გვქონია კამათი) ორი ფაქტორია რა მთავარი ამ გაბაასება-გამასლაათებაში))) 1 - შენ გძულს (კაი თუნდაც არ გესიმპათიურება) ატლეტიკო და ამას დაუფარავად ამჟღავნებ. 2 - ეს ატლეტიკო უკლასნესი გუნდია (შედეგებით, შესრულებული სამუშაოს ხარისხით),იმის მიუხედავად რომ შენ ის გძულს (ან არ გესიმპათიურება) და ამას დაუფარავად ამჟღავნებ ))))))))))

14:43 | 28.04.2018
mjgiri (3973)

ძლიერი გუნდია,მაგრამ პირველ ნომრად მოქმედება ამათ არ შეუძლიათ.ეგეთი ფეხბურთი არ მიყვარს.დაჟე მანჩესტერს ვაგინებ მოურინოს გამო,არადა 7 წლიდნ მაგათი გულშემატკივარი ვარ

14:46 | 28.04.2018
MatsSundin (1510)

გემოვნების ამბავია,კი ბატონო. ასე არც მე მიყვარს ჩელსი-ატლეტიკოს ფეხბურთი და 90 წუთიანი ავტობუსები)))) მაგრამ კლასნი გუნდი ძალიან ატლეტიკო,ხო ფაქტია)

14:53 | 28.04.2018
mjgiri (3973)

ბარსელონასთან სულ წითელზე ზიან,ხისტად თამაშობენ,ბევრს პროვოცირებენ,მწვრილმან ფოლს მიმართავენ.ეგ ყველაფერი არაა "მიმზიდველი"

13:58 | 28.04.2018
mjgiri (3973)

სიმეონეს გუნდია,და მის წასვლასთან ერთად გაქრება.ინება ისევ ის ატლეტიკო რომელიც უეფას თასზე გასასვლლად იბრძოდა.

13:56 | 28.04.2018
mjgiri (3973)

ის ფეხბურთი რასაც ატლეტიკო აჩვენებს ხალხის სიმპათიას არ იმსახურებს.დეპორტივო თამაშობდა მიახლოებით ესე,მაგრამ მაგათ ეპატიებათ,ეგ დეპორტივო იყო.

02:45 | 28.04.2018
O. Mertskhali (3331)

საუკეთესო ობლაკია.
ისე, ორი როგორი მეკარე ჰყავთ სლოვენიელებს... რაღაცაშია საქმე )

13:26 | 28.04.2018
MatsSundin (1510)

https://www.youtube.com/watch?v=vKR_RFni8b0

21:46 | 27.04.2018
mjgiri (3973)

მაგალითად ლივერპული არ გაუშვებდა ამ ქათმებს ცოცხლებს

13:32 | 28.04.2018
MatsSundin (1510)

ჩელსიმ,ბაიერნმა,ბარსელონამ,მილანმა ი ტაკ დალეე - ამ ქათმებს ვერაფერი უქნეს ლიგაზე))) სხვათაშორის ლივერპულიც ბოლო საევროთასო ნახევარფინალში 2010 ში - მადრიდულ მატრასზე კოხტად და ნარნარად მიაწვინეს))))

13:51 | 28.04.2018
mjgiri (3973)

რა კავშირი აქ 2010წლის ლივერპულს დღევანდელთან ეგ ამიხსენი ჯერ და მერე მითხარი რას დაუტოვებს ეს ატლეტიკო მსოფლიო ფეხბურთს

14:22 | 28.04.2018
MatsSundin (1510)

ატლეტიკომ სახელი უკვე დაუტოვა,ზოგადად. ამ ატლეტიკომ კი 4 ევროპული ტიტული უკვე დატოვა, მეხუთესაც ოლიმპიკთან ფინალში გამოაცხობს)))) ლივერპული კი იმიტომ გიხსენე, რომ ატლეტიკო რომა არაა, 5 და 7 გოლი რომ გაუტანოს ვინმემ ემოციებზე,ტაკ ჩტო ეგ კიდევ საკითხავია დღევანდელი ლივერის და ატლეტიკოს დაპირისპირებაში ვინ გაიმარჯვებდა

14:26 | 28.04.2018
mjgiri (3973)

სევილიამაც დატოვა მაგრამ სადაა მაგათი გულშემატკივარი?ბორუსიამ ერთი სეზონით უფრო მეტი გულშემატკივარი შეიძინა ,ვიდრე სევილიამ და ატლეტოკომ ერთად

14:29 | 28.04.2018
mjgiri (3973)

დაჟე ლიგის მოგებაც ვერ გადააქცევს ატლეტიკოს ტოპ კლუბად,როგორც პორტუ ვერ გადააქცია.როგორც ვერ გადააქცია 90-ანების ბორუსია.

14:28 | 28.04.2018
MatsSundin (1510)

კაი რა ჯიგარო, გინდა თქვა რომ ატლეტიკოს ქომაგები არ ჰყავს? ))

14:30 | 28.04.2018
mjgiri (3973)

მადრიდში ყავს,მსოფლიო მასშტაბით ძალიან ცოტა.რომას უფრო მეტი ყავს

14:33 | 28.04.2018
MatsSundin (1510)

ყველაფერი შედარებითია,ხომ ასეა?) ქომაგების რაოდენობით კლასისა თუ მიღწევების განსაზღვრა ძალზედ უმადური საქმეა,დამერწმუნე))) ვთქვათ ინგლისის ნაკრებს ათასჯერ უფრო მეტი ქომაგი ჰყავს მსოფლიოში - ურუგვაიზე. ვინ უფრო ტიტულოვანია ურუგვაი თუ ინგლისი? )))

14:38 | 28.04.2018
mjgiri (3973)

შენ კლუბს და ნაკრებს როგორ ადარებ?მერე ურეგვაი პერიოდულობით ისეთი სუსტი ნაკრები იყო,რომ არც ვიცი ვის შევადარო.და ინგლისის ნაკრებს მაინც პრემიერლიგის ან ცალკეული ფეხბურთელების ხათრით გულშემატკივრობენ.

14:44 | 28.04.2018
MatsSundin (1510)

ეს შედარება ცალკეული გუნდის (კლუბი-ნაკრები) დონის განსაზღვრისთვის მოვიყვანე,იმის მიუხედავად 100 მილიონი ქომაგი ჰყავს ერთს თუ 100 000 მეორეს). კლასი -კლასია. პერიოდულობით ჩავარდნა ურუგვაის ექნებოდა) ინგლისს პროფესიონალი ფეხბურთელები 2-3 ჯერ მეტი მხოლოდ ურუგვაის მთელ მოსახლეობაზე ეყოლება))))

14:47 | 28.04.2018
mjgiri (3973)

ურუგვაი ამ მხრივ რათქმაუნდა საუკეთესო ქვეყანაა.

14:52 | 28.04.2018
MatsSundin (1510)

გეთანხმები)

13:57 | 27.04.2018
Gio Giorgi (95)

ატლეტიკო არის გუნდი, რომელიც არავისთან არ აგებს ევროპაში რეალის გარდა. ნუ ყარაბაღთან გაყიდული თამაშები არ ითვლება.

რაც შეეხება თამაშს, მსაჯით იყო არსენალი მარა მაინც ვერ მოიგო.10კაციანმა ატლემ საკმარისზე მეტი ძალიან სახიფათო მომენტი შექმნა იმისთვის, რომ 1 გოლი მაინც გაეტანა და გაიტანა კიდეც. კლასი, ჭკუა

21:41 | 27.04.2018
mjgiri (3973)

ჩელსი ორივე თამაშში ჯობდა,ლონდონიდან ძლივს წაიღეს ფეხები.უსასიზღრესი გუნდია,რაც არ უნდა შედეგები დადონ გულშემატკივარი ბევრი არ ეყოლებათ,შესაბამისათ ტოპ-კლუბიც ვერ გახდება ატლეტიკო.

22:35 | 27.04.2018
Gio Giorgi (95)

mjgiri

ჯგუფური ეტაპი ნაკლებად საინტერესოა. იმ ჯგუფიდანაც გავიდოდა ყარაბაღთან ქულები რომ არ დაეკარგა. მთავარია რომ ფლეიოფში ყველას და ყველაფერს უგებს (ჩელსის ჩათვლით) რეალის გარდა. უსასიზღრესი გუნდი ნამდვილად არ არის. საკმაოდ დიდი კლასი აქვს ატლეს.

22:48 | 27.04.2018
mjgiri (3973)

პსვ სთან მახსოვს პენალტების თამაში მოუწია,ორ თამაშში გოლი ვერ გაუტანა.იქამდე ბაიერთან მიიყვანა თერთმეტმეტრიანებამდე.წინა წელს ლესტერი ძლივს გააგდეს

01:12 | 28.04.2018
Gio Giorgi (95)

ბარსა ორჯერ გამოაგდეს ლიგიდან. ბაიერნიც გამოაგდეს. ჩელსიც. ჩელსის სუპერთასის ფინალში გადაურბინეს. რეალთან ბოლო წამზე წააგეს ლიგის ფინალი და მეორე ფინალი პენალტებში, ლესტერი ძლივს რანაირად გააგდეს როცა სახლში კარშიც არ დაარტყმევინეს ისე მოუგეს ნულზე და მერე გასვლაზე ატლეტიკომ გაიტანა პირველი გოლი. ნუ მოკლედ უმაღლესი კლასის გუნდია და ძალიან მაგარი ფანებიც ყავს. ფინანსურადაც გამართულები არიან, ამიტომ მომავალში ელოდეთ კიდევ ატლეს გაბრწყინებებს

13:15 | 28.04.2018
MatsSundin (1510)

ატლეტიკოს თამაშის სტილი შესაძლოა მოგწონდეს,შესაძლოა არა. მაგრამ გუნდზე რომელის სხვადასხვა "ჩელსებისგან" და კიდევ ვიღაც (ახალგამოჩეკილი, არაბული ფულით გაძეძგილი) "გრანდებისგან" განსხვავებით მსოფლიო საკლუბო ფეხბურთის ისტორიის ნაწილია - თქვა უსაზოზღრესი გუნდიაო,ცოტა უხერხული მგონია)))) ატლეტიკოც დონეა და ჩოლოც. მადრიდში გასცემენ საკადრის პასუხს იმ ჩათლახობაზე,ლონდონში რასაც უჩალიჩებდნენ))))

16:09 | 27.04.2018
sabonis (8771)

ხო ეგრეა ევროპაში რეალს ვერ უგებს და ლა ლიგაში ბარსას.DD

12:36 | 27.04.2018
emigrat77 (1065)

მადრიდში ატლე მოუგებს არსენალს და გავა ფინალში,
მთელი ორი ტაიმი კაცნაკლული თამაშობდა ატლე და შეტევაში ხოარ წავიდოდენ თავქუდ მოგლეჯილი, როცა დაჭირდათ გოლი ათიკაცითაც კარგად გაიტანეს

13:27 | 27.04.2018
federerjamesliverpooldelpotro (10604)

ბევრად მაღალი დონის გუნდია ატლეტიკო შემადგენლობაც ისეთია ჯგუფში როგორ ჩარჩნენ ესენი.სიმეონე ამ ევროტურნირს მაინც მოიგებსდდდ

12:28 | 27.04.2018
კორბენ ცრუმართალა (13790)

ვუყურე თამაშს და მიუხედავად შექმნილი სიტუაციისა, ბოლომდე მჯეროდა რომ ატლეტიკო მაინც უკბენდა ტაკოზე არსენალს DDDDD ასეც მოხდა.
იან ობლაკი ჩემი აზრით დღეს მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა.

13:26 | 27.04.2018
federerjamesliverpooldelpotro (10604)

ობლაკს ერთი დე ხეას თუ დაუყენებ გვერძე დღეს უძლიერესი მეკარეა სლოვენიელი რა ბურთი აიღო მატჩის ბოლოსკენ საოცარი

13:39 | 27.04.2018
კორბენ ცრუმართალა (13790)

ბოლო სამი წელია, რაც თვალს ვადევნებ და ჩემთვის იდეალური მეკარეა ეგ ბიჭი.

12:27 | 27.04.2018
federerjamesliverpooldelpotro (10604)

მეათე წუთზე ფეხბურთელი და მწვრთნელი გაუგდეს ატლეტიკოს მაინც ვერ მოუგო არსენალმა.ლიგის საგზური როცა არია სასწორზე მემგონი ასეთ შემთხვევაში უკეთესად უნდა ითამაშო და თამაში მინიმუმ მოიგო.ობლაკი დონეა ორი საოცარი სეივი გააკეთა დღეს ერთერთი საუკეთესოა უდავოდ

11:14 | 27.04.2018
francuza-!- (1346)

რა არსენალმა ვერივარგა თამაშ უყურეთ საერთოდ მსგავსი არაფერი მინახავს 1 გუნდი იყო მარტო ,მინდორზე საკუთარი საჯარიმოს იკეთ ატლეტიკოს ბურტი არ აუტანია

11:15 | 27.04.2018
francuza-!- (1346)

ტიპებს საჯარიმოდან ბურთი ვერ ამოქონდათ იქვე კარგავდნენ ძაან გაუმართლა ტლეტიკოს სუპერ დონის მეკარე ყავთ.. არსენალი გავა

სტატისტიკა
0.189239