ფეხბურთი

22:10 | 26.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ლევერკუზენს" პაულინიოს ტრანსფერი 25 მილიონი ევრო დაუჯდება

ბრაზილიის 20-წლამდელთა ნაკრების და "ვასკო და გამას" შემტევი პაულო ენრიკე სამპაიო ფილიო (პაულინიო) მიმდინარე წლის ზაფხულში "ლევერკუზენის" წევრი გახდება. აღნიშნული ინფორმაცია ESPN.com.br-მა გაავრცელა.

გერმანული და ბრაზილიური კლუბები უკვე შეთანხმდნენ და ფეხბურთელის სანაცვლოდ "ფარმაცევტები" 25 მილიონ ევროს გადაიხდიან. იმ შემთხვევაში თუ პაულინიო თავს გამოიჩენს "ვასკო და გამა" დამატებით 10 მილიონს მიიღებს. ფეხბურთელი 15 ივლისს 18 წლის გახდება და ტრანსფერის ამის შემდეგ გაოფიციალურდება.

პაულინიო "ვასკო და გამას" ახალგაზრდულიდან მთავარ გუნდში გასული წლის ივნისში დააწინაურეს. მას შემდეგ ბრაზილიის ჩემპიონატში შემტევმა 18 შეხვედრა ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა, ლიბერტადორესის თასზე კი ექვს შეხვედრაში თავი ორ-ორი გოლით და საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

ბრაზილიის 17-წლამდელთა ნაკრების მაისურით პაულინიო მოედანზე 22-ჯერ გავიდა, გულშემატკივრები ხუთჯერ გაახარა და თანაგუნდელებს ხუთჯერ გაატანინა გოლი. 20-წლამდელთა ნაკრებში კი 17 წლის მოთამაშე ერთხელ გამოიძახეს, თუმცა მექსიკასთან დაპირისპირებაში მონაწილეობა ვერ მიიღო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.106481