ფეხბურთი

18:53 | 26.04.2018 | ნანახია NaN - ჯერ

გიორგი მერებაშვილის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა გიორგი მერებაშვილმა ოპერაცია გაიკეთა. როგორც პლოცკის “ვისლას” ვებგვერდი იტყობინება, 31 წლის ჩვენებურს ქირურგიული ჩარევა ფინეთში ჩაუტარდა და ყველაფერი კარგად დასრულდა.

მკურნალი ექიმის პროგნოზით, მერებაშვილი მოედანზე გასასვლელად მზად 2 თვეში იქნება.

შეგახსენებთ, გიორგიმ ტრავმა 16 აპრილს, კრაკოვის “ვისლასთან” მატჩში მიიღო. ქართველმა ფეხბურთელმა პოლონური ექსტრაკლასას მიმდინარე სეზონში 29 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი მიითვალა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:28 | 09.02.2023
dubligi (1492)

თავიდანვე მომეწონა მიქაუტაძე მე პირადად..ნაკრებში ამ პოზიციაზე ესაა, ზივზივაძე და ვოლკოვი. მე ვფიქრობ ორივეს ჯობია. იტალიაში თუ გადავა ძალიან კარგი, უნდა მოსცილდეს ფრანგულ-ბელგიურ ფეხბურთს.

0.062904