ძიუდო

16:46 | 26.04.2018 | ნანახია 2436 - ჯერ

პაპინაშვილი ნახევარფინალშია, მარგველაშვილი და ჩხვიმიანი გავარდნენ

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრს, ევროპის 2013 წლის ჩემპიონ ამირან პაპინაშვილს მეორე ევროპულ ოქროს მედალს ორი გამარჯვება აშორებს. თელ ავივში მიმდინარე ევროპირველობაზე 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მხოლოდ 20 მონაწილე შეიკრიბა და 29 წლის ქართველ მსუბუქწონოსანს დილის პროგრამის გასავლელად ორი გამარჯვება ეყო.

ჩემპიონატი ბულგარელი ვალენტინ ალიპიევის 27 წამში ძლევით გახსნა. მეოთხედფინალში კი უნგრელ ჩაბა სზაბოს ვაზარით სძლია. ნახევარფინალები ფინალურ ბლოკში შედგება და პაპინაშვილი 23-წლამდელებში ევროპის ორგზის ჩემპიონს, რუსეთის ნაკრების წევრ ისლამ იაშუევს დაეჭიდება. ფინალის მეორე საგზურისთვის კი ერთმანეთს ბულგარელი იანისლავ გერჩევი და უკრაინელი არტემ ლესიუკი დაუპირისპირდებიან.

დღესვე საქართველოს სახელით ევროტატამზე ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ) და ვაჟა მარგველაშვილიც (66 კგ) გავიდნენ, მაგრამ ორივემ პირველსავე მეტოქესთან წააგო. ჩხვიმიანი ოლიმპიურ და ევროპის სამგზის ჩემპიონთან, რუსეთის ნაკრების წევრ ბესლან მუდრანოვYან "ოქროს დროში” დამარცხდა ვაზარით. ევროპირველობაზე პირველ ნომრად განთესილმა ევროპის ჩემპიონმა (2016) მარგველაშვილმა კი 20 წლის გერმანელ მიშელ ადამთან მარცხით დაასრულა შეჯიბრებაზე გამოსვლა.

ფინალური ბლოკის შეხვედრები ჩვენი დროით 18:00 საათზე დაიწყება.


კომენტარები (38)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

00:09 | 27.04.2018
N7i7k7a (13)

Ert rames vityvi,rom wavagebt da msajebze ro daviwyebt laparaks egre araa.ichidaon normalurad da shemartebit an mwvrtnelebma martla sxvebi daayenon agar sheudzlia kacs da raga qnas?60-66 chasanacvlebelia msoplioze.vercerti dadebs shedegs.81 shi ki getanxmebit yvelaze metad kirakozas ekutvnis.90 chrikishvilma tavis chidaobas xazi gadausva.gviniashvilis eg vegarasdros mougebs.gana ramdeni qonda dasaklebi ro ver iklebda?

15:26 | 27.04.2018
tiko (6769)

ჩირიკაზე მაგას ნუ იტყვი , ის დაბრუნდება და თან როგორ ნახავ, 10 კილოზე მეტს იკლებდა კაცი და ვეღარ შეძლო მეტი , რა ექნა

22:48 | 26.04.2018
Socrates (1377)

ისევ ახალგაზრდები თუ წამოვლენ. კარგი თაობა მოდის თუ არ გაფუჭდნენ. პატარა პაპინა, ბახბახიშვილი, ნინიაშვილი, ლაშა ბექაური, ახალკაცი, მაისურაძე, გრიგალაშვილი, ზაალიშვილი და სხვები. იმედია ამათგან რომელიმე გაამართლებს. დიდებიდან კაციაშვილი, კირაკოზაშვილი, ბექა თუში, ჭრიკი, ლიპო, შავდათუაშვილი...

22:43 | 26.04.2018
Socrates (1377)

მარგველაშვილი პირველ ნომრად იყო განთესილი და ვისთან წააგო, თანაც უშანსოდ. პაპინას იდეალური ბადე ჰქონდა, მედალიც ვერ აიღო. ყველა აზიელთან უჭირს: იაპონელებთან, მონღოლებთან, კორეელებთან, უზბეკებთან, ყაზახებთან და ევროპელებიდან რუსებთან, ფაქტიურად ვინც ძიუდოს ჭიდაობს ყველასთან და ვინც რჩება იმათაც ვერ უგებს, მსოფლოზე როგორ უნდა წაიYვანო?! ვის უნდა მოუგოს? არაფერი არ გამოვა დამთავრებულია, ისევ პატარა პაპინა თუ იზამს რამეს.

21:57 | 26.04.2018
გოგლა (88)


ულაპარაკოდ ბრატ

21:00 | 26.04.2018
lagashi (6738)

ჩხვიმიანის ჟილკა უნდა პაპინას, ან პირიქით პაპინას ტექნიკა უნდა ლუხუმს, მივიღებდით ერთ ძალიან მაგარ ძიუდოისტს

20:58 | 26.04.2018
lagashi (6738)

კირაკოზაშვილზე მინდა ვთქვა რომ მსოფლიოზე აუცილებლად ერგება ადგილი.

22:36 | 26.04.2018
Socrates (1377)

კირაკოზაშვილს ეკუთვნის ნაღდად. საერთოდ შედეგიც რომ ვერ დადოს. გამოცდილება სჭირდება და ძალიან მაგარი ძიუდოისტი დადგება

20:53 | 26.04.2018
sabonis (9584)

ისე ღმერთმა ნუ ქნას და თუ ეს ევროპა ჩავაგდეთ, ქევხიშვილი და მისი გუნდი უნდა წავიდეს

20:00 | 26.04.2018
mamuka-25 (379)

აი მეტი რაღა უნდა გინდოდეს რა. 2 მთავარი კონკურენტი გამოთიშულია და ვერ იყენებ ესეთ შანსს. მოკლედ არა შეჯდა მყერი ხესო-ეგრეა მაგის საქმე

20:02 | 26.04.2018
Erovnuli-Nakrebi (11812)

მყერი კაია :დ

19:40 | 26.04.2018
ალექსანდრე (6188)

ტატალაც და შავიც ხვალ უკეთესად იჭიდავებენ.

19:39 | 26.04.2018
Socrates (1377)

ისე ერთი რამე უნდა ითქვას რომ ყველაზე სუსტი წონა -60 კგ და -66-ია. მწვრთნელებმა კი -60 გააორეს და მშვენიერ ფორმაში მყოფი კირაკოზაშვილი, რომელმაც საქართველოს ჩემპიონატი დიდი უპირატესობით მოიგო, მოიგო თბილისის გრან-პრიც სახლში დატოვეს. ძალიან დიდი შეცდომა დაუშვეს, საერთოდ ვერაფერი რომ ვერ გაეკეთებინა, ამათზე მეტად კი იმსახურებდა წაყვანას. პაპინაშვილმა ამ შემადგენლობაში მედალიც რომ ვერ გააკეთა, სხვაგან სად უნდა გააკეთოს შედეგი არ ვიცი. მსოფლიოზე -60 და -66 საერთოდ უნდა გამოვტოვოთ. -81,-90, -100 და მძიმე გააორონ ჯობია. -100 სანებლიძე წაიყვანონ გამოცდილებას მაინც მიიღებს პერსპექტიულია, მძიმეში კი მატიაშვილი დაამატონ, -81 კირაკოზაშვილი და ტატალაშვილი, -90 ბექა და ჭრიკიშვილი

19:34 | 26.04.2018
minimum iponi (249)

რო ჭირდებათ ფაქტია,მე თუ მკითხავ საქართველოს სამეული უნდა შეახვედრო ხოლმე და უკეთესი ბალანსის მქონე უნდა გაიყვანო საჭიდაოდ ამოვიდა უკვე ყელსი წაგების მერე მსჯელობა...ადრე ასე იყო კომუნისტების დროს გამოცდილებაზე წინ ჟინს და შედეგს აყენებდნენ ურთიერთ სეხვედრებს აჯამებდნენ და იყვნენ ახალი სახეები და ჩემპიონები...წაგებული გვაქ უკვე და თითზე კბენა არ შველის..სტიმული კი ახალი სახისთვის შეჯიბრის მაშტაბურობააა და უკეთაც იჭიდავებენ დამიჯერეთ...მილიონჯერ წაკითხული და ამოცნობილი აქვთ პაპინაშვილის წიდაობა ყველას..ახალს კიდე შიშით ეჭიდავება ყველა

19:33 | 26.04.2018
Erovnuli-Nakrebi (11812)

უნდა გააპროტესტო ან რამე გააკეთო

19:32 | 26.04.2018
Erovnuli-Nakrebi (11812)

მსაჯები ჯი ცალკე თემაა

19:29 | 26.04.2018
Erovnuli-Nakrebi (11812)

ფსიქოლოგის, ბავშვის ფიზიოლოგიური განვითარების და ა.შ. თემები არის შორი ამბამი და დღევანდელ რეალობაში, ოცნებაც კი ნამეტანია

19:28 | 26.04.2018
Erovnuli-Nakrebi (11812)

ყოველთვის მეცინება იმაზე, რომ საფეხბურთო ნაკრებს ფსიქოლოგი არ ყავს და მაგიტო ვაგებთ. ზოგს გონია, რომ ფსიქოლოგი გასახდელში ვილიამ ვოლოსივით სიტყვას წარმოთქვამს და ჩვენ ყველას დავაჩმორებთ

19:26 | 26.04.2018
Erovnuli-Nakrebi (11812)

შასაძლოა სპორცმენი თითქოს კარგი იყოს, მაგრამ.მას დამარცხებულის ფსიქოლოგია მიყვებოდეს ბავშვობიდან. უამრავი მიზეზით

19:25 | 26.04.2018
Erovnuli-Nakrebi (11812)

ადამიანის ფსიქოლოგია ყალიბდება მთელი მისი სიცოცხლე და მისი შეცვლა არის ხშირად ძალიან ძნელი

19:25 | 26.04.2018
Erovnuli-Nakrebi (11812)

ფსიქოლოგია სპორტში მნიშვნელოვანია, მაგრად სისულელეა იმაზე ფიქრი, რომ ნაკრებში ფსიქოლოგს თუ აიყვანენ პაპინაშვილი უჯეთ იჭიდავებს

19:21 | 26.04.2018
G.G.G (346)

უმედლო დღე - ფაქტია ობიექტურად ვერცერთმა ვერ გაქაჩეს.
ხვალ შავის იმედი მაქვს მაგრამ მასაც ძაან გაუჭირდება.
ტატალაშვილს მგონია რომ სამეულის შანსი არ აქვს.

19:21 | 26.04.2018
minimum iponi (249)

ამას ქვია ქართველებო შეეშვით ძიუდოსო...რისი იმედი უნდა გქონდეს ადამიანს არც მსაჯი ვარგა ტატამზე და არც ჩვენი პაპინაა დიდი ბედენა...დაბერდა და ბრინჯაოც სანატრელია უკვე მაგისგან...მწვრთნელები კიდე გაატარეთ ფსიქოლოგიურ ტრეინინგზე ან იქირავონ ფსიქოლოგი...მოკლედ 60 კგ მ ჩაყვინთა მანამ სანამ ახალი ვინმე არ გამოვა...არც ჩხვიმიანს უცანს პაპინაზე მეტი მცოდნეობა ფაფხურობს და ვსიო

19:18 | 26.04.2018
dinamo222 (8587)

მოკლედ რუსებს ყველა და ყველაგერი ნაყიდი აქვთ რაა @ სად იყო იქ ვაზარი ? როდის აქეთ ფასდება მუცელზე დაცემა ? თუ ისევ შეიცვალა წესები ? @

19:17 | 26.04.2018
sanzona (3181)

მორჩა კინო, წადით სახლში

19:06 | 26.04.2018
dinamo222 (8587)

ბოლო წამებზე ამირანს მაგარი ჩავლება ქონდა გაკეთებული და იმ ნაბ.. მსაჯმა გააჩერა რუსის გაფრთხილების საბაბით და შასნსი დააკარგვინა ამირანს @ რა ფეხებად გვინდოდა ბოლო წამებზე რუსის პირველი გაფრთხილება @@

19:15 | 26.04.2018
tiko (6769)

მართალი ხარ

18:33 | 26.04.2018
tiko (6769)

ისე ფინალის თოლფასი შეხვედრააა პაპინა მუდრანოვი

18:31 | 26.04.2018
sanzona (3181)

ნახეთ რა, რა ფინალია - გერჩევი - იაშუევი, სახედრებს დარჩათ ტატამი ))

18:29 | 26.04.2018
tiko (6769)

შორიდან რთულია საუბარი, ეხლა მის გულში ჩაგვახედა , დარწმუნებული ვარ გატეხილშია

18:30 | 26.04.2018
tiko (6769)

იოლი

18:28 | 26.04.2018
sanzona (3181)

ამ პაპინას რაღაც აკლია და ვერ ვხვდები რა აკლია. ესეც იაპონელი ხო არ იყო, ვიღაც ისლამაა იაშუევი

18:28 | 26.04.2018
tiko (6769)

ფსიქოლოგი

18:44 | 26.04.2018
თორღვა პანკელი (1138)

მაგას ვამბობ რამდენი ხანია! სანამ ქართულ ძიუდოში კვალიფიციურ სპორტულ ფსიქოლოგებს არ ჩართავენ სულ ასე "გაჩიჩინებულები" იჭიდავებენ, ჩვენი ძიუდოისტების მარცხის 80%-90%-ტი ფსიქოლოგიური პრობლემებიდან გამომდინარეობს და ამ პრობლემას თვალს არაფრის დიდებით არ უსწორებენ.

18:34 | 26.04.2018
sanzona (3181)

ახალბედა რო იყოს კიდე ხო, მაგრამ კაცი მალე 29 - ს მიუკაკუნებს. ამას რომ გამოცდილება აქვს თავად უნდა იყოს სხვებისთვის ფსიქოლოგი

18:27 | 26.04.2018
tiko (6769)

ამირანს სუფთა გზა ქონდა გასავლელი ეხლა მაგრამ როგორც ყოველთვის ხდება

18:27 | 26.04.2018
v.k. (170)

მუდრანოვი უხერხული მეტოქეა ამირანისთვის. დიდი ალბათობით უმედლოდ ვრჩებით დღეს სამწუხაროდ

18:25 | 26.04.2018
tiko (6769)

ორ რუსთAნ ჭიდილი იოლი არაააა

18:25 | 26.04.2018
tiko (6769)

გამახსენდა ოლიმპიადა,ამირანის ყველა ძლიერი მეტოქე მოცილებული იყო და ............

18:25 | 26.04.2018
ჯოხარა (99)

ეგ ბრინჯაოსაც წააგებს

18:24 | 26.04.2018
ჯოხარა (99)

ვისაც არ ეზარება ყველა გვიგებს და ვისაც მოგება უნდა ყველა იგებს

18:23 | 26.04.2018
ჯოხარა (99)

მოკლედ რა ...................

18:22 | 26.04.2018
mamuka-25 (379)

აი მეტი რაღა უნდა გინდოდეს რა. 2 მთავარი კონკურენტი გამოთიშულია და ვერ იყენებ ესეთ შანსს. მოკლედ არა შეჯდა მყერი ხესო-ეგრეა მაგის საქმე

18:20 | 26.04.2018
tiko (6769)

მეორე რუსთან მოუწევს ჭიდილი ბრინჯაოზე

18:19 | 26.04.2018
tiko (6769)

ეხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხ

17:20 | 26.04.2018
tiko (6769)

მიდი ამირან შენი იმედი გვაქვს

0.117069