ფეხბურთი

13:55 | 26.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

“ლივერპული” სალაჰს არ შეელევა

“ლივერპული” ეგვიპტელი შემტევი ნახევარმცველის მოჰამედ სალაჰის გაყიდვას არ გეგმავს. Daily Mail-ის ინფორმაციით, 25 წლის მოთამაშის გადაბირება მადრიდის “რეალს” სურს და მასში 200 მილიონის გადახდას გეგმავს.

“წითლები” ეცდებიან სალაჰთან დაკავშირებული ყველა შეთავაზება უარყონ.

აქვე გეტყვით, რომ გასულ ზაფხულს “ლივერპულმა” “რომას” შემტევი ნახევარმცველი 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიმატა. აფრიკელის სატრანსფერო ღირებულების ასეთი ზრდა, მისი თამაშითაა განპირობებული.

სალაჰმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 47 მატჩში 43 გოლი გაიტანა.

0.11592