ფეხბურთი

23:30 | 25.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

მირანდა: "სერია A-ს საუკეთესო მცველი ვარ"

მილანის “ინტერისა” და ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელი ჟოაო მირანდა მიიჩნევს, რომ იტალიის სერია A-ს საუკეთესო მცველია. როგორც 33 წლის სამხრეთამერიკელმა იტალიურ მედიასთან საუბარში განაცხადა, ყველაფერი გააჩნია იმისთვის, რომ თავს საუკეთესოდ მიიჩნევდეს.

“გულწრფელად რომ ვთქვათ, გამოცდილებითა და ყველაფერი დანარჩენით, სერია A-ს საუკეთესო მცველი ვარ. ვფიქრობ სრულყოფილი, ტექნიკური და სწრაფი მოთამაშე ვარ. სპალეტისთან ხშირად ვსაუბრობ ტაქტიკის შესახებ ვარჯიშების დროს. ის კარგი მწვრთნელია და მასთან მუშაობა სასიამოვნოა.

რაფინია? – მას დასაწყისში ჰქონდა პრობლემები იმასთან, როგორც იტალიაში ვვარჯიშობთ, მაგრამ მას ჯერ კიდევ ბევრი დრო აქვს თავისი შესაძლებლობების გამოსავლენად.

მუნდიალი – ვფიქრობ, ეს ჩემი ბოლო მსოფლიოს ჩემპიონატი იქნება. ჩვენთვის, ბრაზილიელებისთვის ტურნირი, რომელშიც ვთამაშობთ, მხოლოდ გამარჯვება არსებობს. ყველაფერი გვაქვს იმისთვის, რომ თასი მოვიპოვოთ”, - განაცხადა მირანდამ.

მიმდინარე სეზონში ბრაზილიელმა ფეხბურთელმა იტალიის ჩემპიონატში 29 თამაში ჩაატარა და გოლი არ გაუტანია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122927