ლონდონის “ტოტენჰემისა” სამხრეთ კორეის ნაკრების თავდამსხმელი სონ ჰინ მინი აზიის 2017 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. აღნიშნული ინფორმაცია “მამლების” ვებგვერდმა გაავრცელა.
სონმა ეს პატივი უკვე მესამედ დაიმსახურა. აქამდე აზიის საუკეთესო მოთამაშის პრიზი მან 2014 და 2015 წლებშიც მოიგო.
2013 წელს საუკეთესოდ კეისუკე ჰონდა სცნეს, ხოლო 2016 წელს “ლესტერ სიტის” თავდამსხმელი შინჯი ოკაზაკი გამოარჩიეს.