ინგლისური “ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი “რომასთან” (5:2) მატჩის ბოლო ნაწილით უკმაყოფილო დარჩა. გერმანელი სპეციალისტის განცხადებით, უფრო ბედნიერი იქნებოდა, მის გუნდს 2 გოლი რომ არ გაეშვა.
“80 წუთის განმავლობაში ჩვენ ვითამაშეთ იდეალური ფეხბურთი და შემდეგ დაცვაში ერთადერთი შეცდომა დავუშვით. მეორე გოლის დროს კი, პენალტი დასანიშნი არ იყო. რა თქმა უნდა, უფრო კმაყოფილი ვიქნებოდი 5:1 ან 5:0 რომ მოგვეგო, მაგრამ ბიჭებმა შესანიშნავად ითამაშეს და მეტის გატანაც შეგვეძლო. ამას მატჩამდე ვერ წარმოვიდგენდი. ახლა რომში უნდა ჩავიდეთ და ვცადოთ გამარჯვება, თუმცა ვიცით, რომ მეტოქე საპასუხო მატჩში განსხვავებულ ფეხბურთს ითამაშებს”, - განაცხადა კლოპმა.
გერმანელ სპეციალისტს არ დაეთახნმა Gazzetta Dello Sport-ის ვიდეორეფერის რუბრიკა, რომელიც ყოველი მატჩის შემდეგ მსაჯების გადაწყვეტილებებს აფასებს. იტალიელების შეფასებით, პენალტი სამართლიანად დაინიშნა, ხოლო “ლივერპულის” მესამე გოლი თამაშის წესების დარღვევით გავიდა, ვინაიდან მოჰამედ სალაჰი თამაშგარე მდგომარეობაში იყო. გარდა ამისა, პირველი გოლის დროს ინგლისელთა მხრიდან თამაშის წესების დარღვევაზეც გაამახვილეს ყურადღება.
შეგახსენებთ, “ლივერპულმა” “რომა” 5:2 დაამარცხა და ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. საპასუხო მატჩი ერთ კვირაში იტალიის დედაქალაქში გაიმართება.