ფეხბურთი

14:17 | 25.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჯერარდი: “სალაჰი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია”

“ლივერპულის” ყოფილმა კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური სერიის პირველი შეხვედრის შემდეგ, “ლივერპული” – “რომა” (5:2), მუჰამედ სალაჰის შესახებ ისაუბრა.

“დღეს სალაჰმა კარიერის საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. რთულია ის, რონალდუს და მესის შევადარო, რომლებიც წლების განმავლობაში საუკეთესოები არიან. მაგრამ ამ ეტაპისთვის ფაქტია, რომ სალაჰი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, რაშიც ეჭვიც არ მეპარება”- განაცხადა ჯერარდმა.

“რომასთან” მოგებულ შეხვედრაში სალაჰმა 2 გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114982