“გოლდენ სტეიტმა” საკუთარ დარბაზში “სან ანტონიო” 99:91 დაამარცხა და სერია 4:1 მოიგო. მომდევნო ეტაპზე “მეომრები” “ნიუ ორლეანს დაუპირისპირდებიან. პირველი სამი პერიოდის შემდეგ ოკლნდელები 14 ქულას იგებდნენ, თუმცა მეოთხე პერიოდში ტეხასელებმა მეტოქე ძალიან ანერვიულეს და მეოთხე პერიოდში სხვაობა 2 ქულამდე დაიყვანეს, თუმცა ეს იყო მაქსიმუმი, რაც ტეხასელებმა გაახერხეს. მატჩში ყველაზე მეტი 30 ქულა ლამარკუს ოლდრიჯის ანგარიშზეა, რომელმაც 12 მოხსნაც გააკეთა. “გოლდენ სტეიტში” 25 ქულით კევინ დურანტი, ხოლო 24 ქულით კლეი ტომპსონი გამოირჩა. სამწუხაროდ სტივ კერიმ ზაზა ფაჩულია ისევ არ ათამაშა.
“ფილადელფიამ” 2012 წლის შემდეგ პირველად პლეი ოფის მეორე წრეში გააღწია. ფილადელფიელებმა “მაიამი” 104:91 დაამარცხეს და ჯამში სერია 4:1 მოიგეს. მატჩში ყველაზე მეტი 27 ქულა ჯეი ჯეი რედიკმა ჩააგდო. ემბიდიმ 19 ქულა და 12 მოხსნა შეასრულა. მომდევნო ეტაპზე “ფილადელფია” “ბოსტონი”-“მილოუკის” გამარჯვებულს შეხვდება.
“ბოსტონმა” “მილოუკი” 92:87 დაამარცხა. “კელტები” პირველი პერიოდის ბოლოს დაწინაურდნენ და მას შემდეგ “მილოუკმა” ანგარიშის გათანაბრებაც კი ვერ მოახერხა. “მილოუკში” 23 ქულით მიდელტონი გამოირჩა. “ბოსტონში” ალ ჰორფორდი 24 ქულით და 14 მოხსნით გამოირჩა. სერიას ბოსტონელები 3:2-ს იგებენ. მომდევნო შეხვედრა “მილოუკში” 27 აპრილს თბილისის დროით 04:00 საათზე გაიმართება.