კალათბურთი

4:01 | 25.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას ორმაგი დუბლი "ფენერბახჩესთან"

ევროლიგის პლეი-ოფში სტამბოლის “ფენერბახჩესთან” სერიაში სხვაობა შეამცირა “სასკი ბასკონიამ”, რომელმაც მოქმედ ჩემპიონს საკუთარ მოედანზე დაძაბულ ბრძოლაში 88:83 აჯობა.

ამრიგად, ვიტორიელებმა მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი ჯერ კიდევ დაიტოვეს – 1:2. აღნიშნულ გამარჯვებაში საკმაო წვლილი შეიტანა ესპანელთა ქართველმა კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ, რომელმაც ორმაგი დუბლი გაიფორმა.

თორნიკე თანაგუნდელთა შორის ერთადერთი იყო, ვინც ამის გაკეთება მოახერხა, ხოლო უშუალოდ მატჩში მის გარდა, მხოლოდ იან ვესელიმ უწია “დაბლ-დაბლს” (17 ქულა, 10 მოხსნა). რაც შეეხება “ბასკონიას” ქართველ კაპიტანს – 25:52 წუთში შენგელიამ 10 ქულა, 10 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა გაახერხა.

თორნიკემ 10-დან 4 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო ერთი სამქულიანი ააცილა. მისი მარგი ქმედების კოეფიცენტმა 15 შეადგინა.

“ბასკონია” ახლა უკვე 1:2 მარცხდება სერიაში, ხოლო მეოთხე მატჩი ისევ ვიტორიაში გაიმართება. ეს თამაში 26 აპრილს ჩატარდება.

0.147604