სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

1:27 | 25.04.2018 | ნანახია 3203 - ჯერ

ნაცნობი ინტრიგა რომაული შეხვედრის წინ

“ენფილდ როუდზე” მე-80 წუთამდე თამაში ისე მიმდინარეობდა, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებით მატჩს ყველანაირი აზრი ეკარგებოდა, თუმცა დასკვნით ათ წუთში “რომამ” “ლივერპულს” ორი გოლი გაუტანა და წყვილში ინტრიგა შენარჩუნდა. არ უნდა დავივიწყოთ, რომ იტალიურმა კლუბმა სულ ცოტა ხნის წინ, “ბარსელონას” “სტადიო ოლიმპიკოზე” სწორედ სამბურთიანი ჩამორჩენა აღმოუფხვრა.

შეხვედრა 30-ე წუთამდე შეიძლება ითქვას, რომ თანაბარი იყო. საერთოდაც, სტუმრებს შეეძლოთ ანგარიშის გახსნა: ალექსანდრ კოლაროვის გასროლის შემდგომ, კარიუსმა ბურთი ცუდად მოიგერია, ხოლო შემდგომ ხარიხას მოხვდა და “ლივერპული” გადარჩა.

მერსისაიდელებმა სათამაშო ინიციატივა ტაიმის დასკვნით 15 წუთში მთლიანად მოიპოვეს და მეტოქეს შავი დღე დააყენეს: ორწუთიან მონაკვეთში მასპინძლებს სამჯერ შეეძლოთ გატანა, მაგრამ ორ შემთხვევაში სადიო მანემ ააცილა, ხოლო მოჰამედ სალაჰს ალისონმა აუღო. ეგვიპტელმა შემტევმა 36-ე წუთზე ყოფილ გუნდს მაინც გაუტანა, თანაც ძალიან ლამაზი გოლი, რომელიც არ აღნიშნა.

იურგენ კლოპის შეგირდებმა შეტევები განაგრძეს და ორ წუთში დეიან ლოვრენის თავური ხარიხამ უკუაგდო, პირველ დამატებულ წუთზე კი კონტრშეტევაზე სალაჰმა ივარგა, მეკარესთან პირისპირ დარჩა, ალისონს ბურთი თავზე გადაუგდო და დუბლი გაიფორმა.

მოჰამედ სალაჰი მეორე ნახევარშიც დუბლით გამოირჩა, ოღონდ საგოლე გადაცემებით. მან 56-ე წუთზე სადიო მანეს ახლო მანძილიდან გაატანინა, ხოლო 61-ე წუთზე ფლანგზე ერთი მოთამაშე იოლად გააბითურა და მშვენიერი პასით, რობერტო ფირმინოს ცარიელ კარში შეაგდებინა. რვა წუთში ფირმინო ჯეიმს მილნერის მოწოდებულ კუთხურს გამოეხმაურა და თავური დარტყმით მეორეც გაიტანა. ანგარიში 5:0 გახდა და “რომა” განწირული ჩანდა, მაგრამ შეხვედრის დასკვნით ათ წუთში მასპინძლები მოდუნდნენ, რითაც “მგლებმა” ისარგებლეს და 81-ე წუთზე ედინ ჯეკომ ერთი ბურთი გაქვითა, ხოლო ოთხ წუთში დიეგო პეროტიმ პენალტი გამოიყენა და შეხვედრა 5:2 დასრულდა.

ასე რომ, თუ გავითვალისწინებთ “ბარსელონასთან” მოგებულ შეხვედრას, “რომა” "სტადიო ოლიმპიკოზე" უშანსოდ არ უნდა იყოს.

“ლივერპული” – “რომა” 5:2 (2:0)

ლივერპული, “ენფილდ როუდი”

მაყურებელი:

“ლივერპული” (4-3-3): კარიუსი; ალექსადერ-არნოლდი, ლოვრენი, ვან დეიკი, რობერტსონი; ოქსლეიდ ჩემბერლენი (ვეინალდუმი 18), ჰენდერსონიმ მილნერი; სალაჰი (ინგსი 75), ფირმინო (კლავანი 93), მანე.

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

“რომა” (3-4-2-1): ალისონი; ფაციო, მანოლასი, ჟუან ჟესუსი (პეროტი 67); ფლორენცი, დე როსი (გონალონსი 67), სტროოტმანი, კოლაროვი; ჯენგიზ იუნდერი (შიკი 46), ნაინგოლანი; ჯეკო.

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

გოლები: 1:0 სალაჰი (36), 2:0 სალაჰი (45), 3:0 მანე (56), 4:0 ფირმინო (62), 5:0 ფირმინო (69), 5:1 ჯეკო (81), 5:2 პეროტი (85 პენ.)

გაფრთხილება: ალექსადერ-არნოლდი (39), ლოვრენი (74), ჰენდერსონი (85) – ჟუან ჟესუსი (26), ფაციო (85)

სტატისტიკა – დარტყმა: 20 (11) – 14 (6); ბურთის ფლობა: 50%-50%; კუთხურები: 7-4 თამაშგარე: 5-3

მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)

Loading...

კომენტარები (27)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
15:19 | 25.04.2018
motamashe (304)

უფასოდ კი არა 70 მილიონიც რომ დსუჯდეს უნდა მოიყვანოს ლივერპულმა დე ვრეი. მაგარი დუეტი იქნება ჰოლანდიელების იქით დორტმუნდიდან ვაიგლი ცენტრში ერთი ორმოცახ სირთავა ბარათლომეუ სილენსენსაც გამოუშვებს და ეგაა. ერთხელ მაინც გაისროლოს 100 მილიონი გრანდმა ისე რომ არავინ გაუშვას. იდეალური გუნდი იქნება მართლაც. მაგრამ მეეჭვება ასე მოხდეს დაშლიქნ სავარაუდოთ წითლებს) კიდია ამ ამერიკელს ეს სოკერი და მოკალი თუ გინდა.

15:09 | 25.04.2018
majlajuna (883)

მე თუ მკითხავთ სადაც სამართალია და სადაც ტურნირს ჩემპიონთა ლიგა ქვია, იქ ლივერპული ვერ უნდა ხდებოდეს გამარჯვებული, ელემენტარულად პრემიერლიგის ჩემპიონი არ ყოფილა არასდროს, ინგლისის ჩემპიონი კი ბოლოს 1990-ში გახდა, თუმცა ლივერპული მაინც ვერ მოიგებს წელს ლიგას, რეალს ზედიზედ 3 თასი უყიდია მაგარი ფასდაკლებით

18:12 | 25.04.2018
federerjamesliverpooldelpotro (10604)

ლივერპულს არაფერი ესაქმება ლიგაზე?ფეხბურთს საერთოდ უყურებ? გასაგებია რი ჩემპიონატი დიდი ხანია არ მოგვიგია მაგრამ ისე 18 გვაქ მოგებული ეგ ლიგაზე არაა ღირსიო ეგ ლიგა 5 ჯერ სტამბულის ფინალი ალბათ არ იცი არც უყურო არაა საჭირო

19:50 | 25.04.2018
federerjamesliverpooldelpotro (10604)

რატო იქნება არასამართლიანი ლივერპულის ვერ მოგება ვერ გავიგე არ მოგწონს ლივერპულის თამაში?იმიტო ვერ უნდა მოიგონ რო ტურნირს ჩემპიონთა ლიგა ქვია?ან რა აზრი აქ თასს რა ქვია ჩემპიონთა თასი თუ ჩემპიონთა ლიგა ან ინგლისის ჩემპიონატი და ინგლისის პრემიერლიგა რამე აზრი აქ?სხვათაშორის ჩემპიონთა ლიგა ერქვა მაშინ სტამბულში მილანი რო ააყირავეს

18:58 | 25.04.2018
majlajuna (883)

პატივცემულო კარგად წაიკითხეთ ჯერ რა დავწერე და ნუ ამახინჯებთ ჩემ ნათქვამს. მე დავწერე რომ ლივერპულს ლიგაზე არაფერი ესაქმება?

19:11 | 25.04.2018
tato777 (1278)

ჩაგეძიებით პატივცემულო და იქნებ მიზეზი უფრო კონკრეტულად ახსნათ რატომ არაფერი ესაქმება ლივერპულს??? და თქვენ რომელი გუნდის გულშემატკივარი ბრძანდებით???)))

19:29 | 25.04.2018
majlajuna (883)

ჰო მართლა მილანის ფანი ვარ 1991-დან

19:55 | 25.04.2018
federerjamesliverpooldelpotro (10604)

მილანის ფანი თუ ხარ 2005 წელი გემახსოვრება მაგიტომ ლაპარაკობ ასე ლივერპულზე რომელ მილანზე ნაკლები გრანდია ლივერპული მითხარი ერთი

19:28 | 25.04.2018
majlajuna (883)

ტურნირს ქვია ჩემპიონთა ლიგა, ლივერპული ლამის 30 წელია ჩემპიონი არ ყოფილა. დიდი ფულით მოკლეს ფეხბურთში სპორტული სული, ჯერ იყო ბოსმანის პროცესი და თუ კარგად არ ხარ გარკვეული გეოგრაფიაში, ვერ გაიგებ რომელი გუნდი რა ქვეყნიდანაა (მანამდე 3 უცხოელი ყავდათ მარტო გუნდებს), მერე იყო და ჩემპიონთა ლიგაში ჩემპიონები გაცილებით უფრო ძლიერი გუნდებით, მაგრამ არაჩემპიონებით ჩააჩოჩეს. მე მახსოვს ჩემპიონთა ლიგა როცა გიოტებორგს, რეინჯერსს, რუსენბორგს იმ დონის გუნდები ყავდათ რომ მანჩესტერს, ბარსას, მილანს უწევდნენ კონკურენციას,დღეს ეგ გუნდები ხელოვნურად დააკნინეს, დააჩაჩანაკეს და ევროპა ლიგა მიუგდეს ძვლის პონტში. შექმენი დალოცვილო სუპერლიგა ან რამე მსგავსი, მაგრამ შეეშვი ამ ჩემპიონთა ლიგას და დაუტოვე რაღაც სპორტული, მარტო ფულს ნუ ანაცვალებ ყველაფერს

19:54 | 25.04.2018
federerjamesliverpooldelpotro (10604)

და რას იძახი რო ლივერპული ან რუსენბორგებთან ვათამაშოთ?1991 დან თუ მილანის ფანი ხარ ხო უნდა იცოდე კარგად ლივერპული რა დონის გრანდია.დალგლიში რაში კიგანი პეისლი შენკლი შენთვის ნაცნობი სახელები არაა? ან ფული რა შუაშია მოკლედ ერთი გავიგე რო ლივერპულმა ეს ტურნირი არ უნდა მოიგოს დანარჩენი ვერაფერი

17:46 | 25.04.2018
tato777 (1278)

რატომ იცით სხვა გუნდების დაკნინება????მე თუ მკითხავ ნახევარფინალში გასული ოთხივე გუნდი ღირსია ჩემპიონობის და ვერც ვერავინ გააპროტესტებს ან ეჭვს შეიტანს რომელიმეს მოგებაში. შენივე ლოგიკით მაშინ რეალს ვერც 2014 უნდა მოეგო ლიგა, ვერც 2016 და ვერც 2017, რადგან ვერცერთ მაგ წელს ვერ გახდა ჩემპიონი და შესაბამისად არც ჩემპიონთა ლიგაზე არ უნდა მიეღო მონაწილეობა.

14:51 | 25.04.2018
დღევანდელი სპორტი (2667)

ბარსელონამ დადგა ცირკი და ამაში ვერავინ ვერ გადამარწმუნებს ვერასდროს.არ ვიცი აძალებენ გუნდს რომ ძალით გავარდეს მეოთხედფინალიდან,თუ თვითონ იჩალიჩებს გავარდნას,მაგრამ ფაქტი აშკარაა რომ ძალით გავარდა.ზემოთ ფეისბუქის კომენტარის ავტორს ვეთანხმები აბსოლიტურად.უბრალოდ თამაში გადაახვიეთ და კიდევ ნახეთ.იმას რომ თავი დავანებოთ გუნდი არაფერს არ აკეთებდა მოედანზე (როგორ უნდა დაანებო თავი როცა ბარსლონა არაფერს გააკეთებს მოედანზე ვისთანაც არ უნდა იყოს მითუმეტეს რომასთან მაგრამ მაინც),მარტო გოლების ეპიზოდები ნახეთ და მიხვდებით რომ ეგეთ გოლებს ბარსელონა არ უშვებს მითუმეტეს 3-ს.პირველ გოლზე ძეკოს არავინ არ გაეკიდა საერთოდ,მეორე გოლზე პიკე ნახევარი საათი ექაჩავა ძეკოს სანამ არ წააქცია,მესამე გოლზე მთელი გუნდი დგას კუთხურზე,მოძრაობა არაა საერთოდ, თან როდის?გადამწყვეტი გოლის დროს, კუთხურს უწვდიან და გუნდი დგას, უყურებს როგორ გაუტანენ.არც პირველ თამაშში ბარსელონას არაფერი არ გაუკეთებია,თვითონ გაიტანა რომამ გოლები თავის კარში და გახადა შთამბეჭდავი ანგარიში.ორივე თამაშში მესი გაშავებული იყო სახეზე კამპნოუზეც და რომშიც.არანაირი ემოცია არ ქონდა ზოგადად გუნდს 4-1 მოგების შემდეგაც კი,მართლა ისეთი შთაბეჭდილება იქმნება თითქოს წინასწარ იცოდნენ რო უნდა გავარდნილიყვნენ.რაც შეეხება ლივერპული რომას,თუ რომა გააგდებს ეგეც ცირკი იქნება იმიტომ რომ ლივერპულიც ბევრად მაგარი გუნდია რომაზე და 5-0-ს როცა იგებ თამაშს და შეგიძლია კიდევ 2-3 დაამატო ისე ფარჩაკია მეტოქე, 5-2 არ უნდა დაამთავრო ის თამაში.ცუდი სუნი დატრიალდა აქაც.ნოუკამპზე 4-1-ის წაგებას,ენფილდზე 5-2-ს წაგება ჯობია რომასთვის.აქაც თუ რომა გავიდა და მაშინ მართლა კარგ სპექტაკლთან გვქონია საქმე.მაგრამ არც ისაა გამორიცხული რომას გასვლები დაიგრუზოს ახლა და იქაც დაადოს ლივერპულმა.ბოლოს ვფიქრობ რომ ლიგას მაინც რეალი-ბაიერნიდან მოიგებს რომელიმე,ლივერპული-რომადან ვინც არ უნდა გავიდეს ფინალში.

14:51 | 25.04.2018
federerjamesliverpooldelpotro (10604)

კლოპის წასვლა ადრეა ჯერ იურგენი სახლშია

14:15 | 25.04.2018
tomasz (1526)

კლოპს გუნდის შენება უნდა თავისი ხელით შრომა გაზრდა ფეხბურთელების მაგიტო უთხრა იუნაიტედს უარი და მგონი ბავარიას არ აწყობს ასე გრძელვადიან შედეგზე გათვლილი პროექტები თავიდან დაჟე თავადვე სთავაზობდა ასეთ პროექტს ბაიერნს და იმათმა ჩვენ სწრაფად გვინდა შედეგების მიღებაო მერე ადგა და ბორუსიაში წავიდა
თუმცა 5-6 წლის მერე ვინ რა მდგომარეობაშI იქნება და ვის დასჭირდება რევოლუცია ხეუვოზნაეტ

13:46 | 25.04.2018
dinamo222 (4637)

მეოთხე გოლი არ უნდა ჩათვლილიყო! სალაჰიც თამაშგარეში იყო და იქეთ ორივე ლივერპულელიც

14:12 | 25.04.2018
tomasz (1526)

გეუბნებით სურათი დადეთ სადაც ხაზია გავლებული ვეძებე და ვერ ვიპოვე მანამდე კიდე ნორმალურად არ ჩანს ეგ გამეორებაზე
ისე კი მანე და ფირმინო რა შუაში არიან ვერ გავიგე სალაჰის და ფაციოს მდგოამრეობასთან ;დდ

14:24 | 25.04.2018
pupone10 (1042)

ხაზგავლებული კი არა მაგ მომენტზე სურათი ვერ ვნახე ვერსად, დაჟე თამაშის დროსაც კი ერთხელ გაამეორეს, მაგრამ რა ვქნა მეგობარო არასუბიექტური ლივერპულული თვალით ეგ იავნი თამაშგარეა და საბედნიეროდ სტადიონიც ისეა დაყოფილი კარგად ჩანს რომ სალაჰი ბევრად ახლოს არის კვადრატის ბოლოსთან ვიდრე ფაზიო. არ ვამბობ იმას რომ ეგ მომენტი რომ არა ლივერპული გოლს ვერ გაიტანდა მაინცთქო, მაგრამ ეგ გოლი არ უნდა ჩათვლილიყო

13:44 | 25.04.2018
middlesbro (687)

რომას ტრენერმა რაო? გაგვიმართLა 1/2 ფინალშI გრანდი რომ არ შEგვხვდაო
იტალიაშIც მოსაგებად ჩAვლენ და კი მოუგებენ იქაც

13:23 | 25.04.2018
chamilo (33470)

ვისაძ შემტევი,ლამაზი ფეხბურთი უყვარს,კლოპი ბევრს უნდა მის კლუბში,მათ შორის მეც ბაიერნში მაგრამ კლოპი არაა ის კაცი ვინც კლუბს მიატოვებს,ერთგული კაცია,პსჟ-ს 15 მილიონიან ხელფასზე უთხრა უარი,ბაიერნში წასვლასაც არ დათანხმდა,მისმა აგენტმა კი თქვა დადგება დრო და კლოპი ბაიერნს ჩაიბარებსო მაგრამ იურგენმა დააკონკრეტა 4 წელი მაკავშირებს კონტრაქტი ლივერთანო,თან უკვე კლუბი მოირგო,ფეხბურთელები გამოზარდა,ახალ ბიჭებს იმატებს და იქნებ შეძლოს და ლივერპულის ქომაგებს აუსრულოს ოცნება და პრემიერ ლიგა მოაგებინოს კლუბს

14:05 | 25.04.2018
tomasz (1526)

ბაიერნს მანჩესტერთან უფრო აქვს გუნდის განვითარების გეგმის მიხედვით საერთო თუ ლივერპულთან?

13:17 | 25.04.2018
კორბენ ცრუმართალა (13790)

პატივცემულო ადმინისტრაციავ, იქნებ დღევანდელ სუპერდაპირისპირებაზეც გვაჩუქოთ წინასამატჩო სტატია. კამათი გვწყურია

12:51 | 25.04.2018
zaribeg (140)

კორბენ,როგორც ყოველთვის ობიექტური ხარ.ამ ლივერპულმა თასი უნდა აღმართოს.ჯერარდის და ბევრი დიდი პიროვნების სული კიევში ტრიალებს

13:15 | 25.04.2018
კორბენ ცრუმართალა (13790)

კი ჯიგარო. ლაღი გუნდია, მაგარი სანახაობით გვანებივრებს ფეხბურთის მოყვარულებს და არამარტო ფინალში გასვლის ღირსია, თასიც ალალია მაგათზე.

14:22 | 25.04.2018
tomasz (1526)

ოფსაიდზე? არ მიხსნის

12:21 | 25.04.2018
კორბენ ცრუმართალა (13790)

გუშინ რომაელმა მგელმა ორი "წითელქუდა" გადაყლაპა (გადააყლაპეს), ჯერ სალაჰის, მერე ფირმინოსი რა ვქნა, მიყვარს ზღაპრები
ეგვიპტელზე რაღა ვთქვა. მაგრამ ბობი რომ არანაკლებია, ფაქტია. მომოზე ეფექტური შეიძლება ვერა, თუმცა წარმოუდგენლად სასარგებლო ფეხბურთელია. ამდენს არ ველოდი მისგან.
იმედია ტიტე არ შეცდება და ბრაზილიის ძირითადში ჟეზუსის მაგივრად ფირმინოს დააყენებს. ეს დადებითად იმოქმედებს ნეიმარზეც და ვილიანზეც.
რომა ის გუნდი არაა, სასწაულები რომ დაშტამპოს. "სტადიო ოლიმპიკოზე" განსაკუთრებულს აღარაფერს ველი.

11:51 | 25.04.2018
geogreece. (195)

ლივერპულის ფანებს იმედია არ ეწყინებატ კლოპი ბარსაში რომ მოვიდეს

11:55 | 25.04.2018
tomasz (1526)

ფეხბურთელების წართმევა მოგწყინდათ? ;დდდდდ

12:13 | 25.04.2018
geogreece. (195)

არამგონია წავიდეს ლივერპულიდან კლოპი უბრალოდ ვნატრობ ამ კაცს ბარსაში და თუ ხარ დაკვირვებული კლოპის ზედგამოჭრილია ბარსასთვის

14:00 | 25.04.2018
tomasz (1526)

შენც თუ ხარ დაკვირვებული ჩვენც გვიხდება
და თავადაც თვლის რომ ზედ აკვდება ამ გუნდს :დ

11:51 | 25.04.2018
geogreece. (195)

რომამ გაისტუმრა ბარსა რა კარგად ჟღერს
ჯერ ვალვერდეს დედაც და მერე უეფა ფიფას

10:42 | 25.04.2018
chamilo (33470)

ლივერპული გასულია ფინალში,რომამ მართალია ბარსა გაისტუმრა მაგრამ იქ 2 გოლი თავის კარში გაიტანეს,1 ისეთი უპასეს გაატანინეს და ბარსამაც იფიქრა მომთავრდა საქმეო და მანდ დაუშვეს შეცდომა,აქ კი სრული უპირატესობა აქვს ლივერს,5 გოლის გარდა კიდევ ჰქონდათ მომენტები,ლივერი დაცვაში ვერ ჯდება რადგან არაა ეს მათი ძლიერი მხარე და რომშიც შეუტევს,დიდი ალბათობით იქაც მოუგებს

10:27 | 25.04.2018
federerjamesliverpooldelpotro (10604)

ლოვრენი ხო ყ ეა ვესტ ბრომვიჩთან გომესმა გამაგიჟა პროფესიონალი ფეხბურთელი ამ დონის თამაშში წამითაც კი როგორ უნდა მოეშვა ან პოზიციურად ასეთი მარტივი შეცდომა როგორ უნდა დაუშვა ლოვრენის შეცდომაზე კლოპოს რეაქცია ვნახე და იმედია იურგენ დწ ვრეის მოიყვან

10:31 | 25.04.2018
tomasz (1526)

უფასოდ როგორ უნდა გამაზოს ლივერპულმა დე ვრეი ვერ ვხვდები ყველაფერი გვაქვს რაც ტიპს ჭირდება ფულიც ლიგაზე თამაშის პერსპექტივაც და ნაკრებში მის მეწყვილესთან და კაპიტანთან თამაშის პერსპექტივაც ამ დროს რო ინტერში წავიდეს გამოდის რო არ გვიაქტიურია და საგინებელი იქნება კლოპი ლოვრენის ფონზე დე ვრეის გაამზვა როგორ შეიძლება

11:00 | 25.04.2018
federerjamesliverpooldelpotro (10604)

კი ეგრე გამოდის ზუსტად გეთანხმები უეჭველი მისაყვანია დე ვრეი

10:24 | 25.04.2018
federerjamesliverpooldelpotro (10604)

რა ორი გოლი გავუშვით თითქოს კიდე ინტრიგა დააბრუნეს მაგრამ მაინც დიდი ფორაა ძაან მეეჭვება იურგენმა ეს ფორა გაანიავოს ფრანჩესკო მონწონს მაგრამ კლოპამდე ბევრი უკლია.ბრწყინვალე იყო ლივერპული რა ვიცი რა უნდა თქვა მეტი საოცარი ფეხბურთი საოცარი ენფილდი ფანები ფინალისკენ დიდი ნაბიჯი.ერთადერთი რაც მეწყინა ჩემბერლენის ტრავმაა ამ სეზონში ვერ გამოვა პლუს ამას მატიპი ჩანი ლალანა დამტვრეულები არიან სკამზე ნახევარმცველი არ არის.ვნახოთ ვნახოთ კლოპმა იცის როტაცია მთავარია მშვიდას ჩავამთავროთ რომშიც თამაში

10:20 | 25.04.2018
federerjamesliverpooldelpotro (10604)

თამაშგარე არსად არ იყო

10:54 | 25.04.2018
pupone10 (1042)

მეგობარო პირველ რიგში გილოცავთ დამსახურებულ გამარჯვებას, მაგრამ ოფსაიტი არ იყოვო მაგ მომენტზე თავის მოტყუებაა, ძალიან წინ იყო სალაჰი პასის მომენტში და მაგის არ დანახვა დანაშაულია და ასეთი დონის შეხვედრაში ლაინსმენს არ ეკადრება, მაგრამ იმდენად შესამჩნევი იყო მთავარ მსაჯსაც უნდა დაენახა და ვიდეო რეფერის აუცილებლობა კიდევ ერთხელ დადასტურდა. საბაოლოო ჯამში ლივერმა დამსახურებულად გაიმარჯვა ჩვენივე გაზრდილი კაცის საუუცხოო თამაშის შედეგად.

11:01 | 25.04.2018
federerjamesliverpooldelpotro (10604)

მილოცვისთვის მადლობა გაიხარე მაგრამ ერთ ხაზზე არიან ნაღდად არაა თამაშგარე

11:08 | 25.04.2018
pupone10 (1042)

არაფერს არ ცვლის ეგ და შეგვიძლია ვიკამათოთ, თუმცა ჩემთვის მანდ საკამათო არაფერია. იმედი მაქვს სტადიო ოლიმპიკოზე ასეთ ლაფსუსებს, რომელიც შედეგზე მოახდენს გავლენას ადგილი არ ექნება. ლივერპულმა დიდი ნაბიჯი გადადგა, მაგრამ უკვე დავამტკიცეთ წელს რომ საკუთარ მოედანზე ნებისმიერი მეტოქის განადგურება შეგვიძლია, თან ისე რომ გოლი არ გავუშვათ. დანარჩენი ვნახოთ რა იქნება. ლივერპულმა დიდი ნაბიჯი გადადგა მაგრამ ეს ფეხბურთია და რაც მთავარია მეორე მხარეს არაპროგნოზირებადი რომაა.

10:56 | 25.04.2018
tomasz (1526)

https://worldsport.ge/ge/page/167576_liverpuli-roma-52-video
გადაახვიე 03:38 პასის მომენტზე გააჩEრე და მანოლასს კი არ დააკვირდე ფაციოს დააკვირდი ზუსტად იტყვი რო მანდ წინაა სალაჰი ფაციოზე?

11:01 | 25.04.2018
pupone10 (1042)

მეგობარო სურათს ვერ ვტვირთავ, თორემ დაინახავდი აშკარა თამაშგარეს. ლაინსმენი თითქმის მანეს და ფირმინოს პირდაპირ დგას და რა გასაკვირია რომ სალაჰის წინ ყოფნა ვერ დაინახა, ტიპი ბოლო მცველის პირდაპირ უნდა იდგეს და არა მოწინააღმდეგის თავდამსხმელის. სალაჰი კი მინიუმ ერთი ნაბიჯით წინ არის ფაზიოსგან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ ლივერპულმა დამსახურებულად და დამაჯერებლად მოიგო, მაგრამ მაგ მომენტს დიდი ზეგავლენა ქონდა მატჩზე და ფსიქოლოგიურად მოშალა რომა. ეგ არის ცალსახად თამაშგარე, რომელიც კარიუსის უკან რომ იდგეს ლაინსმენი იქიდანაც უნდა დაინახოს.

11:07 | 25.04.2018
tomasz (1526)

წინ არის მანოლასზე და ფაციოზე არ ჩანს ზუსტად და ლაინსმენი ზუსტად სალაჰის ხაზზე დგას
მანე ფირმინო რა შUაში არიან სხვა ზოლში არიან ვაბშე მიდი გააჩEრე მაგ დროზე ნახე და რავი ზუსტად გაჩEრებულ კადრზე არ ჩანს ფაციო უფრო ახლოსაა კართან თუ სალაჰი

11:14 | 25.04.2018
pupone10 (1042)

სალაჰის ხაზზე არ უნდა იდგეს, ბოლო მცველის ხაზზე უნდა იდგეს, მაგრამ ლაინსმენი სალაჰზე წინაც დგას. რაც შეეხება ფირმინოს და მანეს, მაგაზე ვიხუმრე იმდენად არაადეკვატური პოზიცია ქონდა შერჩეული ლაინსმენს რომ თითქმის მანდ დგასთქო.

11:16 | 25.04.2018
tomasz (1526)

რავი აბა თუ სადმე სურათს ნახავ მეც გამაგებინე
ხუმრობის და ცინიზმის გარეშე გწერ ამას ვეძებე და ხაზი გავლებული ვერ ვიპოვე ვერსად ისე კიდე ნაღდად არ ჩანს ეგრე ზუსტად და თუ ნახავ ჩამიგდე აქ

09:56 | 25.04.2018
geogreece. (195)

წელს ლიგა ლივერპულის არის რომას რაც შეეხება რესპეკტი ჩემსგან ამ გუნდ მებრზოლი გუნდია 5-0 დან შეზლო და ინტრიგა მაინც დატოვა თამაშში!!!რაცარუნდა მოხდეს რომასთვის მაინც წარმატებული სეზონია წელს!!!

09:28 | 25.04.2018
tomasz (1526)

ხო კიდე რომშიც ჩავალთ და მოსაგებად ვითამაშებთ მჯერა მოვიგებთ კიდეც

09:23 | 25.04.2018
tomasz (1526)

ლოვრენ შენს ოჯახში შევედი
თქვენ კიდე დაწერილი კომენტარების მოშლას შეეშვით ან გაასწორეთ ეს საიტი რაღა დაწერს მეორედ :@

09:16 | 25.04.2018
Ramms (116)

პატივიაცემა რომაელებს და გულითადი მოკითხვა. ჩემი აზრით დასაფასებელია თუნდაც ის ფატი რო ყრუ დაცვაში არ იჯდნენ... არამგონია ქელიწადში ორი სასწაული მოხდეს.. პლუს ამას ლივერიც ბარსა არაა... თან სალაჰი ფირმინიო და მანე გვყავს.

09:14 | 25.04.2018
pupone10 (1042)

ლივერპულის ყველა გულშემატკივარს ვულოცავ დამსახურებულ გამარჯვებას. ყველა ასპექტში დაჩაგრა მოწინააღმდეგე, მაგრად მთავარი შემოქმედი უდაოდ სალაჰია. კაცი, რომელიცა სულ რარაც 40 მილიონად მიყიდეს გასულ წელს უბრალოდ დაფრინავს და ოქროს ბურთის უპირობო ფავორიტია. თუმცა უნდა ითქვას რომ მესამე გოლი, რომელიც ჩემი აზრით გარდამტეხი იყო 100% თამაშგარე იყო და ამის შემდეგ მთლიანად მოიშალა რომა. საბოლოო ჯამში გუნდმა მოახდინა გონს მოსვლა და ის გოლები გაიტანა რომელიც მეორე მატჩის წინ გარკვეულ ინტრიგას ტოვებს (უფრო იქიდან გამომდინარე, რომ ერთხელ უკვე შეძლეს მსგავსი ფორის აღმოფხვრა), თუმცა ამჯერად გაცილებით რთული იქნება. ერთი რამ ცალსახაა ჟესუსი არ უნდა დააყენოს, 4-3-3 ტაქტიკით უნდა ითამაშოთ და ფლანგებზე პეროტი-შაარავის დუეტი უნდა იყოს. მისია რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი. სტადიო ოლიმპიკო მორიგი სასწაულის მოლოდინშია. ფორცა რომა

13:51 | 25.04.2018
O. Mertskhali (3331)

+

09:09 | 25.04.2018
grande roma (542)

Uefa ari arascori germaneli msaji ra pontshi danishnes roca germaneli treneri yavs luverpools ox ra ox raa maimunobebs aakvs adgili me amati...

09:08 | 25.04.2018
grande roma (542)

Mokled romam caago da mcvrtnelma shecdoma daushva faktia taktikashi magram minda vtkva rom 1 da 3 goli aranairad ar unda chatvliliyo 1 golze sanam gaitanda salahi 2 romaeli mochexes da jarima ar dado 100000 procentiani da ikedan camocyebulze gavida goli da mesame goli afsaiti iyoo 30 metrianii da egec ar unda chatvliliyo

09:20 | 25.04.2018
pupone10 (1042)

სცენარი წარიმართა ისეთი, რომ მაგ მომენტებზე ყურადღებას არავინ გაამახვილებს და შემართულ ლივერპულზე ყველა იტყვის რომ მაინც გადაურბენდაო. თორემ პირველი მომენტი თუ გაატარეს მესამე გოლი სასწაული ტამაშგარე იყო, ბოლოს მსგავსი რაც მახსენდება კლოზეს გოლი ფიორენტინას კარში, იქაც დაახლოებით 2 მეტრიანი თამაშგარე იქნებოდა. დამსახურებულად წავაგეთ, მაგრამ ბრძოლა იქნება მეორე მატჩში და სწრაფი გოლი უმნიშვნელოვანესი იქნება.

09:12 | 25.04.2018
Ramms (116)

ანუ ამბობ რო 3-0 გერჩივნა? თუ ის გოლები რო არ ჩაეთვალათ გგონია ორს მაინც გაიტანდით?

09:22 | 25.04.2018
pupone10 (1042)

მაგ დროს 2-0 იყო და 3-0 მორჩებოდა თუ სხვა ანგარიში მაგი არავინ იცის. დამსახურებულად მოიგო ლივერმა, მაგრა ფაქტია რომ გარდამტეხი მომენტი იყო.

09:28 | 25.04.2018
Ramms (116)

გასაგებია, იმედია ორი მატჩის ჯამში ფეხბურთელების პერფომანსზე უფრო მეტს ვილაპარეკებთ ვიდრე მსაჯის გადაწყვეტილებებზე

09:36 | 25.04.2018
pupone10 (1042)

მსაჯის გადაწყვეტილებებზე ლაპარაკი არც მიყვარს, მოიგო იმან ვინც დაიმსახურა და უკეთესი იყო. თუმცა წინ მეორე მატჩია და ვინ იცის რა იქნება. იმედია მორიგი სანახაობრივი თრილერი იქნება.

04:23 | 25.04.2018
bbrr (439)

თამაშის დასაწყისში სუდიებმა ნახეთ დროშა რომ ვერ დაკიდეს? მაგ შობერძაღლებმა, ლიგის ნახევარ ფინლას მსაჯობენ და დროშა ვერ დაკიდეს რა სირცხვილი იყო

07:50 | 25.04.2018
bbrr (439)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

სტატისტიკა
0.278598