ფეხბურთი

12:05 | 24.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი და იტალიის ნაკრები თითქმის გადაწყდა

იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი ჯერ კიდევ ვაკანტურია. თუმცა, უახლოეს ერთ თვეში “სკუადრა აძურას” ახალი მესაჭე უსაუთოდ ეყოლება. Corriere Dello Sport-ის ინფორმაციით, კარლო ანჩელოტი ძალიან ახლოსაა იტალიის ნაკრებთან.

უკვე შედგა საიდუმლო შეხვედრა და კონტრაქტის გასაფორმებლად ყველაფერი მზადაა. როგორც წყარო გვმაცნობს, მხოლოდ და მხოლოდ ფინანსური დეტალების შეთანხმება აკლია, რომლის მოგვარების შემდგომ, ინფორმაცია ოფიციალურ სახეს მიიღებს.

შეგახსენებთ, კარლო ანჩელოტი გასული წლის სექტემბრიდან მოყოლებული უმუშევარია, ხოლო იტალიის ნაკრებს დროებით ლუიჯი დი ბიაჯო ხელმძღვანელობს, რომელმაც “სკუადრა აძურა” ჯამპიერო ვენტურას ფიასკოს შემდეგ ჩაიბარა.

0.114184