ფეხბურთი

22:30 | 23.04.2018 | ნანახია 2196 - ჯერ

ჩემპიონობა 24 წლის შემდეგ

ათენის აეკ-ი საბერძნეთის 2017-2018 წლები სეზონის ჩემპიონია. მანოლო ხიმენესის გუნდმა ჩემპიონობა სუპერლიგის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, მას შემდეგ გაინაღდა, რაც საკუთარ მოედანზე “ლევადიაკოსი” ანასტასიოს ბაკასეტასის დუბლით დაამარცხა.

აეკ-მა 66 ქულა დააგროვა და უახლოეს მდევარ პაოკ-ს 8 ქულით გაასწრო, რაც ავტომატურად ნიშნავს პირველ ადგილს.

ათენელებმა 1994 წლის შემდეგ პირველად მოახერხეს ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მოპოვება. საერთოდ კი, მე-12-ედ გახდნენ საბერძნეთის ჩემპიონები. აღსანიშნავია, რომ ამით დასრულდა პირეოსის “ოლმპიაკოსის” ჰეგემოანია, რომელიც 2011 წლიდან უცვლელად ხდებოდა საბერძნეთის ჩემპიონი. პირეოსელები ამჯერად მხოლოდ მესამე ადგილზე იმყოფებიან.

თეგებიაეკ
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.139709
სარეკლამო ადგილი - 99
X x X