იტალიის სერია A-ს ბინადარ “რომას” ახალი გენერალური სპონსორი ჰყავს. როგორც “ჯალოროსის” ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება, 2018 წლიდან კლუბის მთავარი სპონსორი ყატარული კომპანია Qatar Airways-ი იქნება.
მხარეებს შორის სამწლიანი კონტრაქტი გაფორმდა. აქვე გეტყვით, რომ ზემოხსენებული კომპანია კატალონიის “ბარსელონას” გენერალური სპონსორიც გახლავთ.