“იუვენტუსს” “ინტერთან” სტუმრად გასამართ პრინციპულ მატჩში ჯორჯო კიელინი ვერ დაეხმარება. ტურინელთა მცველი “ნაპოლისთან” წაგებული შეხვედრის (0:1) პირველ ტაიმში დაშავდა და შესაცვლელი გახდა.
როგორც აღნიშნული თამაშის შემდეგ “იუვენტუსის” თავკაცმა მასიმილიანო ალეგრიმ განაცხადა, კიელინი მომდევნო ტურისთვის გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებს.
სერია ა-ს 35 ტურის მატჩი “ინტერსა” და “იუვენტუსს” შორის 28 აპრილს გაიმართება.