საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა "პეტკო სილაკოვისა და ივან ილიევის" სახელობის საერთაშორისო ტურნირზე ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს 2-2 მედალი მოიპოვა.
მსოფლიოს ჭიდაობის გაერთიანების (UWW) ეგიდით ბულგარეთის ქალაქ რუსეში 21-22 აპრილს გამართულ პრესტიჟულ ახალგაზრდულ შეჯიბრებაზე რამაზ თურმანიძემ (61 კგ) და ზურიკო ურთაშვილმა (97 კგ) წაუგებლად იჭიდავეს და პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ავიდნენ. თურმანიძე სულაც, ტურნირის საუკეთესო მოჭიდავედ დაასახელეს. ივერიკო ჯულაყიძესა (70 კგ) და დემურ მეგენეიშვილს (86 კგ) უმაღლეს ტიტულამდე ფინალის მოგება დააკლდათ. გიორგი ელბაქიძემ (65 კგ) და გოგა მამიაურმა (74 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს.
საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ბულგარეთში ბელდუხ გავაშელიშვილი, დავით ხურცია და გელა საღირაშვილი ხელმძღვანელობდნენ.